რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორის მერიისა და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლების ,,მიმოწერამ" გაჟონა
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იმ თანამშრომლის გამოსავლენად, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა. ამის შესახებ გორის მერი qartli.ge-ს ესაუბრა.

მისი თქმით, წერილი, რომელიც ჯერ თავად მერსაც არ ჰქონდა წაკითხული, მედიის ხელში აღმოჩნდა.

,,ეს მასალა მოვიდა ელექტრონული ფოსტით, რომელზე წვდომაც ადმინისტრაციის უფროსს ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილს აქვს. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ადმინისტრაციის მიღმა. ლექსო თარხნიშვილიც გამოვიკითხეთ" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, ლექსო თარხნიშვილის შემდეგ, ვის გადაეგზავნა მასალები, კოტე თავზარაშვილი გვპასუხობს: ,,ლექსო ამბობს, რომ არ ვიციო. მინდა გითხრათ, რომ ის თანამშრომელი, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება" - დასძინა მერმა.

საქმე ეხება სამუშაო მასალას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიას აგვისტოს ბოლოს გაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომდგენელი, ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ აუდიტის სახელით გასაჯაროებულმა ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია:

,,გორის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში ჯერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, უხერხულია ვისაუბროთ აუდიტის სახელით დასკვნის არსებობის შესახებ. ეს მხოლოდ ანგარიშის პირველადი ვერსიაა, რომელიც აუდიტის ობიექტებს ეგზავნებათ ხოლმე გასაცნობად და თავისი მოსაზრებების გამოსათქმელად. აუდიტორული დეპარტამენტი მუშაობს ქუთაისში და მათ ყველა ანგარიშზე აქვთ კომუნიკაცია აუდიტის ობიექტებთან" - აღნიშნავს ტატა გამყრელიძე. მისი განმარტებით, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის მასალებია გასაჯაროებული.- აღნიშნავს ტატა გამყრელიძე. 

რაც შეეხება გორის საკრებულოს, აქ ეს დოკუმენტი 6 სექტემბერს გადაუგზავნეს. საკრებულოს აპარატის სპეციალისტმა  ნათია ომაძემ 5 სექტემბერს სგვითხრა, რომ მასალებს საკრებულოში ჯერ არ იცნობენ: ,,ჩვენ არ ვიცით ამ დოკუმენტის შესახებ. ეს პრესსამსახურში კითხოთ" - ამბობს ნათია ომაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე 10 სექტემბერს ამბობს, რომ გორის მერიიდან მასალები საკრებულოში გუშინ მიიღეს მეილით:

,,აუდიტის დასკვნის მასალები ჩვენ მივიღეთ გუშინ, ელექტრონული ფოსტით, თუმცა მედიაში იმაზე ადრე გაჟღერდა, ვიდრე ჩვენ მივიღებდით" - განმარტავს დავით რაზმაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალისტებმა მასალები, სადაც საკუთარი მოსაზრებებიც იყო მოცემული, გორის მერიას 30 აგვისტოს გაუგზავნეს. მერიას საკუთარი შენიშვნების დაფიქსირების საშუალება 7 დღის განმავლობაში ჰქონდა.

გორის მერიიდან მიღებულ პასუხებს კვლავ აუდიტორები შეისწავლიან; აუდიტის ობიექტის მოსაზრებებისა და არგუმენტების გაცნობის შემდეგ დასრულდება ანგარიშზე მუშაობა და ის გაივლის ყველა აუდიტორულ პროცედურას.


ამ პროცედურების გავლას სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.