რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ფერისცვალების თვეს კასპის მერიაში დანამატები 4-ჯერ გაიცა
2019 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა დანამატის სახით 70 300 ლარი აიღეს, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

საჯარი ინფორმაციის მიხედევით ირკვევა, რომ დგილობრივი ბიუჯეტიდან დანამატის ძირითადი ნაწილი 1-ელ 6 თვეში გაიცა, ხოლო მხოლოდ აგვისტოს თვეში, სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფ პირებზე, დანამატის გაცემის შესახებ, ბრძანება 4-ჯერ დაიწერა.

მაგალითად, დანამატი გაიცა 5, 15, 20 და 26 აგვისტოს. ფერისცვალება 19 აგვისტოს კვირადღე იყო. აგვისტოს თვეში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ჩოჩეთის უბანში სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვდნენ. კასპის მერი ამბობდა, რომ პრობლემა ფერისცვალებამდე (წვიმების სეზონის) დაწყებამდე ვერ მოგვარდებოდა.

Qartli.ge-მ ინფორმაცია შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გამოითხოვა დანამატისა და ჯილდოს შესახებ. 2019 წლის 1 ივნისიდან დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეებზე დანამატი მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტმა გასცა.

რაც შეეხება პრემიას, 2019 წლის 1 ივნისიდან დღემდე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 15 თანამშრომელზე გაცემულია პრემიის სახით 7 430 ლარი.

,,როდესაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტით 10 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები, ასევე ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ რამოდენიმე ათეული პროექტი, მერიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ აღნიშნული სამუშაოების ინსპექტირებას. მუნიციპალიტეტის ის თანამშრომლები, რომლებიც საუკეთესოდ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უმეტეს შემთხვევაში მუშაობა უწევთ სამუშაო საათების მიღმა ეძლევათ 50-100% პრემია. მიუხედავად ამისა, როგორც მუნიციპალიტეტის მერს კარგად მესმის საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ და გამომდინარე აქედან, არც როგორც მუნიციპალიტეტის მერს და არც როგორს საკრებულოს თავმჯდომარეს არ მიმიღია არც ერთი თეთრი როგორც პრემია, ისე დანამატის სახით." - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი, თუმცა არაფერს ამბობს იმ გამონათქვამზე, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფერისცვალების შემდეგ მოსულ ნალექის იმედად დატოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.