რედაქტორის რჩევით
,,დილას" სტადიონის შესანარჩუნებლად გორის მერიამ ,,საადვოკატო კომპანია" დაიქირავა
გორის მერიამ ,,დილას" სტადიონის საქმეზე სასამართლოში ადვოკატთა
ჯგუფი დაიქირავა. 4900 ლარს ,,საადვოკატო კომპანია - სისვაძე,
სულაკაძე და ნეფარიძე" პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესების
დასრულების შემდეგ მიიღებე. თანხის ანაზღაურება დამოკიდებული არ
იქნება გადაწყვეტილების შინაარსზე.
საქმე ეხება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, რომელიც 2010 წელს, სახელმწიფომ მესაკუთრეებს ჩამოართვა. მესაკუთრე იყო შპს ,,გრანდ ემ". 2017 წელს მთავარმა პროკურატურამ სტადიონის საქმეზე ,,გრანდ ემ"-ი დაზარალებულად სცნო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება სტადიონის დაბრუნების წინააღმდეგია.
გორის რაიონულ სასამართლოში ,,გრანდ ემ"-მა სარჩელი შეიტანა და ითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა და საკუთრების უფლების აღდგენა. ამის საპირისპიროდ, გორის მერიის ინტერესებს დაიცავს საადვოკატო კომპანიის ადვოკატი გიორგი სულაკაძე. ამასთან,გიორგი სულაკაძე უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება და საჭიროების გათვალისწინებით, საპროცესო წარმომადგენლობის შესრულებაში დამატებით ჩააბას მასთან დასაქმებული სხვა ადვოკატი.
,,ჩვენ პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო, თუმცა გორის მერია ქონებას არ გვიბრუნებს. თქვენგან ვიგებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ადვოკატები დაუქირავებია" - გვითხრა მიხეილ ლურსმანაშვილმა, გრანდ ემ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
მერია ვალდებულია მომსახურების ღირებულება აანაზღაუროს საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.
,,კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და პროფესიული ეთიკის შესაბამისი მომსახურების პირობებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არაა დამოკიდებული საქმის შედეგზე და მიუხედავად შემსყიდველისათვის არასასურველი გადაწყვეტილების გამოტანისა, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს სრულად გადაუხადოს შეთანხმებული თანხა." - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
ცნობილია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიას 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო არენა დაუბრუნდება.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ლურსმანაშვილმა პარტნიორებთან: ელზა გნოლიძესთან, ვახტანგ ჯოხაძესთან, თამაზ სიდამონიძესთან, ნოდარ მექვაბიძესთან, ვასილ ტლაშაძესა და იოსებ ტეტუნაშვილთან ერთად დააფუძნა შპს „გრანდ ემი“, რომელმაც 2006 წლის დეკემბრის თვეში, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუქციონის გზით კანონიერად შეიძინა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონი. შესყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში შპს „გრანდ ემ“-მა სტადიონს საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, რომლის დანახარჯმა შეადგინა 500 000 (ხუთასი ათასი) ლარამდე.
2010 წელს, აღნიშნული სტადიონი ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება და საგადასახადო შემოწმება ,,გრანდ ემი“-ს მიმართ გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, რაც არ უკავშირდებოდა გორის საფეხბურთო სტადიონის შესყიდვას, რისი კანონიერების საკითხიც გამოძიებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია. გამოძიების მიმდინარეობისას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების გამო სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ვახტანგ ჯოხაძე.
აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებს სამართალდამცავი ორგანოდან შეუთვალეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია დათმობდა გორის სტადიონს, მათ მიმართ არ დაიწერებოდა საგადასახადო შემოწმების აქტი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ჯოხაძეც გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან.
განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, შპს ,,გრანდ ემმა“ გორის საფეხბურთო არენა უსასყიდლოდ გადასცა გორის მუნიციპალიტეტს. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ორ დღეში, ვახტანგ ჯოხაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს საპატიმროდან.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ შპს ,,გრანდ ემ“-ს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

გორის
სტადიონის საქმე

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები