გვითხრა, რომ ცარიელ ვედროში ასკილი ჰქონდა და ის უკვე გაყიდა.
,,მეორე ვედროში, ქაცვია, ნაღველისა და ღვიძლის წამალია" - გვითხრა ნაირა ბენიანიძემ. ,,აი, ხელებს შეხედე, რა დღეში მაქვს. ტყეში დავკრიფე სათითაოდ და გადარჩეული მაქვს. ერთი კლიენტი მოვიდა, მითხრა, იაფად მომეციო, ერთი კილო მინდაო. ჯერ სულ რა არის." - გვითხრა ნაირა ბებომ.
ნარინჯისფერი სასწაული - ასე უწოდებენ ქაცვს საოჯახო მედიცინაში. მას სოფლად ,,აბლეპიხოს" უწოდებენ. ლათინურად Hippophae ჰქვია, ძველი ბერძნები ,,ბზინვარე ცხენს" უწოდებდნენ, რადგან მისგან დამზადებულ წვენს დაუძლურებულ ცხენებს ასმევდნენ.
ქაცვის
შესახებ:
მას ქართლში კატაფშატას, ჭყარტლას ეძახიან. ქაცვის ქერქში ნაპოვნია
სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის
საწინააღმდეგო საშუალებაზე.
ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების
სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების
დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის
საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს
ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის
ზეთს.
ქაცვი, ბიოქიმიური შემადგენლობით, უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს
4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ
ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი - 8-12%-მდე. ფოთლებში უფრო
მეტი C ვიტამინია, ვიდრე თვით კენკრაში.
ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის
როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების
შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას,
აქვს ანტიბიოტიკური თვისება. უჯერი ცხიმმჟავების, ცხიმის გამხსნელი
ვიტამინების (A, K, D, E), ფოსფოლიპიდებისა და სტერინებისწყალობით,
ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ხალხური მედიცინა ქაცვის ზეთს ხმარობს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი
გამოყენებისთვის. ქაცვისა და კრაზანას ზეთის ნარევით მკურნალობდნენ
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნაწლავის ქრონიკულ
ენტეროკოლიტსა და ჰემოროის. ამ დაავადებების დროს რეკომენდებულია
ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ თითო ჩ/კ ზეთის მიღება. ასევე
სასარგებლოა ქაცვის სანთლები.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებულია 0,5-1 ს/კ
ქაცვის ზეთის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. ამ ზეთით
მკურნალობა არ შეიძლება ქოლეცისტიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, დიარეის,
ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.
იხ. უფრო მეტი
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები