რედაქტორის რჩევით
კალენდარი
უფლისციხეში ახალ ხიდს კომპანია ,,Construction Service" ააშენებს
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხესთან ახალ ხიდს კომპანია ,,Construction Service" ააშენებს. ამის თაობაზე ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს. 

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, მოსამზადებელი სამუშაოები წელსვე დაიწყება, ხოლო ხიდი სახელმწიფოს 2023 წელს ჩაბარდება.

ახალი ხიდის აშენებამდე ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები კვლავ ძველი ხიდით ისარგებლებენ. ახალი ხიდი აშენდება დღეს არსებული გადასასვლელის გვერდით. 

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი ხიდის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგეს.

ქვემოთ ფოტოზე: უფლისციხესთან დღეს არსებული ხიდი (სოფელი ქვახვრელი)



დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. ამჟამად, მისი მდგომარეობა საგანგაშოა, როგორც ამას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა.

1986 წელს მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან.

ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა. ამის შემდეგ აშენდა ახალი ხიდი, რომელიც, ბეტონის საყრდენების გარდა, ვინტებით (რკინის მსხვილი მავთულები) გაამაგრეს.


ქვემოთ ფოტოზე: კომპანია ,,Construction Service"-ის მიერ აშენებული ხიდი კასპთან


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.