რედაქტორის რჩევით
კალენდარი
პატიმარი გორიდან, რომელსაც 83 წელი მიუსაჯეს
გორის სასამართლოს არქივში ინახება საქმე, რომლის მიხედვით, ბრალდებულს 83 წელი მიუსაჯეს. თუმცა, რაკი კანონი ასეთი რაოდენობის წლების განმავლობაში თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა, მსჯავრდებულს მაქსიმალური ვადა 24 წელი განუსაზღვრეს.

გადაწყვეტილება 2007 წლის 14 ნოემბერს მიიღეს. სისხლის სამართლის საქმე კი, 1992 წელს აღიძრა. მსჯავრდებულს 3 ეპიზოდზე წაუყენეს ბრალი. 3-ვე ამბავი იმ პერიოდის ვითარებას ასახავს, რასაც ქვეყანაში 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა ადგილი.

1-ელი შემთხვევა
1992 წლის 11 ოქტომბერს მოხდა. ხუთი შეიარაღებული პირი კომბინატის დასახლებაში შეიკრიბა და მწვანე ფერის ავტომანქანით სოფელ სათემოში დასაყაჩაღებლად გაემართა. ავტომანქანაში ჩააწყვეს ნიღბები და „აკს-ის“ სისტემის სამი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი: ორი - მოკლე, უკონდახო, ხოლო მესამე - კონდახით.

შებინდებისას, დაახლოებით 20 საათზე, ავტომანქანა გააჩერეს სოფლის განაპირას, მანქანაში გაიკეთეს ნიღბები და, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ოჯახს.

გაიტაცეს 14 ათასი რუსული მანეთი, ავტომანქანა, ერთლულიანი სანადირო თოფი, ქალის ერთი წყვილი, 08-გრამიანი ოქროს საყურე თეთრი ცირკონის თვლებით, ქალის ორი წყვილი ოქროს საყურე ოქროს პატარა ბურთულებით, ოქროს ძეწკვი ოქროს ჯვრით, ოქროს ბეჭედი „რგოლი“, ოქროს საყურე ჟოლოსფერი თვლებით, ოქროს ბეჭედი ჯვრის გამოსახულებით, არაბული ვერცხლის ძეწკვი, ვერცხლის ძეწკვი ამოვლებული ოქროს წყალში, მაგნიტოფონი „მაიაკი“, ქალის ორი ჟაკეტი, ქალის ორი პერანგი - მუქი და ღია იასამნისფერი, ქალის ექვსი ბოლოკაბა, ქალის სამი მაისური, ცისფერი ხალათი, ქალის ტყავის ქურთუკი, მამაკაცის ტყავის ქურთუკი, ქალის შავი ფერის ტყავის მანტო, ქალის ერთი წყვილი ყავისფერი ფეხსაცმელი დაბალი ქუსლით, ქალის ერთი წყვილი შავი ფეხსაცმელი, მამაკაცის ერთი წყვილი ჩექმა ელვა შესაკრავით, ქალის შავი ფერის ტყავის ჩანთა, სუნამო „პუაზონი“, , თვალის შავი ფერის საღებავი, მამაკაცის თურქული წარმოების ოთხი პერანგი და ა.შ.

მე-2 შემთხვევა:

1992 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, ოთხი შეიარაღებული პირი, გადაჭრილი სანადირო თოფით, თვითნაკეთი რევოლვერის სისტემის იარაღით, დანებით და ხელყუმბარებით შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ ქ. გორში, ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ოჯახს.

ბინიდან გაიტაცეს: ქალის ტყავის „დუბლიონკა“, 6-გრამიანი მაღალი ხარისხის ოქროს „რგოლი“, 5525 რუსული მანეთი; ბეჭედი „ტულპანი» ბრილიანტის თვლით, ვერცხლის ბეჭედი „კორუნდის“; ოთხი ვერცხლის ბეჭედი, მათგან ორი _ ლალის თვლებით,; ორი ცალი ვერცხლის „გრეხილი“ ბეჭედი, მაგნიტოფონი „რომანტიკა“, ფრანგული წარმოების სუნამოები „პუაზონი“ და „ისპაჰანი“, ერთი დეზოდორი „ენველე“, ინგლისური სუნამო, ხალიჩა, მუქი შინდისფერი, ორი ცალი საბურავი, ავტომანქანა „ვაზ 2106“.

მე-3 შემთხვევა

1993 წლის 9 თებერვალს 5-კაციანი ჯგუფი გაემართა სოფელ სკრაში. ჯგუფის წევრების განკარგულებაში იყო სამი ავტომატი, ერთი მაკაროვი, ერთი გადაჭრილი თოფი და ერთი ხელყუმბარა.

დაახლოებით 19 საათზე, ნიღბებით თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს. დანაწილდნენ ოთახების გასასვლელებში და ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით ხელ-ფეხი შეუკრეს ოჯახის უფროსს და მის სტუმარს.

ბინის პატრონს მოსთხოვეს 1 მლნ რუსული მანეთი. უარის მიღების შემდეგ, ბინის პატრონი დასვეს გახურებულ ელექტროქურაზე და სცემეს. ცდილობდნენ მისთვის პირში ნაკვერჩხლის ჩაგდებას, რითაც მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები.
შემდეგ გაიყვანეს მეორე ოთახში და დაიწყეს გახურებული ელექტროუთოს გამოყენებით წამება. ბინის პატრონმა წამებას ვერ გაუძლო და ოთხი ათასი რუსული მანეთი გადასცა. ბანდის სხვა წევრები სახლს ჩხრეკდნენ და დამატებით 5 ათასი რუსული მანეთი იპოვეს.

რაკი საჭირო რაოდენობის თანხას ვერ პოულობდნენ, გამოძიების ცნობით, ბინის პატრონი ჩასვეს ტანსაცმლის შესანახ ტახტში, ზემოდან დააგდეს საბანი და ლეიბი, მოუკიდეს ცეცხლი და ტახტს დააფარეს სახურავი.

ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რომლის ვინაობა პროკურატურამ დაადგინა, ცეცხლწაკიდებულ ტახტს დაასხა წყალი, ჩააქრო ცეცხლი და სახლის პატრონი ამოიყვანა ტახტიდან, თუმცა შებოჭილ მდგომარეობაში დატოვეს იატაკზე.

ნაწამები ადამიანი იმავე ღამეს მოათავსეს გორის საავადმყოფოში, თუმცა 3 დღის შემდეგ, გარდაიცვალა.

განაჩენი

სასამართლოს არქივში მოძიებული მასალებით დგინდება, რომ განაჩენი 2007 წლის 14 ნოემბერს გამოიტანეს, თუმცა, უცნობია, ბრალდებულების დაკავების ზუსტი დრო.

იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, ჩადენილ დანაშაულთათვის გათვალისწინებული ვადები იკრიბებოდა. ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულს 83-წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ განმარტა, რომ ამ რაოდენობის ვადის შეფარდებას კანონი არ ითვალისწინებს. ამიტომ, მოსამართლემ უმძიმეს დანაშაულთათვის გათვალისწინებული მუხლი გამოიყენა და მაქსიმალური სასჯელი 24-წელი მიუსაჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.