რედაქტორის რჩევით
ტახტისძირში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე გამართლებული პირი ისევ დააკავეს
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული 3
მასრა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან
ამოღებული მასრა და მისივე სახლის საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებული 7
ცალი მასრა გასროლილია ბრალდებულის ნაკვეთიდან ამოღებული ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ამის შესახებ დასკვნა სასამართლოზე წარადგინეს. დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე გორის სასამართლოს მიერ გამართლებული ბრალდებული ისევ დააკავეს.
სასამართლომ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ბრალდებულის სახლიდან და ეზოდან ამოღებული საბრძოლო მასალები კავშირშია მკვლელობის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებებთან.
საქმე ეხება სოფელ ტახტისძირში მომხდარ მკვლელობას. 2017 წლის 11 ივნისს დედა-შვილი მოკლეს, ორივე ქალი. სამართალდამცავების ცნობით, 66 წლის ნაზი ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ ნასროლი. სხეულზე აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების, ცემის კვალი. არცერთს არ აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის ნიშნები.
მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, საბრძოლო მასალები იპოვეს ამავე სოფელში მცხოვრებ პიროვნებასთან და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ სახლის ეზოში და ნაკვეთში ამოღებული იარაღის ნაწილები არ შეიძლება ჩაითვალოს მკვლელობის იარაღად, რადგან ეს სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და, შესაძლოა, ომის დროს იყოს დარჩენილი.
2018 წლის 31 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა, რადგან საბრძოლო მასალაზე დნმ-ის ნიმუში არ დაემთხვა.
მკვლელობამდე რომ ბრალდებულის ოჯახში იარაღი ინახებოდა, ამას ერთ-ერთი მოწმე აცხადებს. მისი განმარტებით, მკვლელობიდან ერთი თვით ადრე, 2017 წლის მაისში, დაახლოებით 01:00 საათზე, ბრალდებულის სახლიდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი. ესმოდა, თუ როგორ უხსნიდა და ასწავლიდა იგი ახლად მოყვანილ მეორე მეუღლეს იარაღიდან გასროლას. გაიგონა კიდეც სამჯერ გასროლის ხმა. მოწმემ ბრალდებულის სახლის მხრიდან ბოლოს 2017 წლის გაზაფხულზე გაიგონა ავტომატიდან 7 თუ 8 გასროლის ხმა.
მოწმის თქმით, როდესაც სახლში იმყოფებოდა ბრალდებული, სწორედ მაშინ ისმოდა გასროლის ხმა როგორც ავტომატიდან, ისე - პისტოლეტიდან.
ბრალდებულის დედამ და ბებიამ დაადასტურეს საცხოვრებელი სახლისა და ნაკვეთის ჩხრეკებში თავიანთი მონაწილეობა და პოლიციის თანამშრომლების მიერ თითოეული ამოღებული ნივთის პოვნის ფაქტი, თუმცა განაცხადეს, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი მათ არ ეკუთვნით და არც შეუნახავთ.
სხვა მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 13 ივნისს მათი ავტომანქანით დატოვა სოფელი ტახტისძირი. გზაში განუცხადა მათ, რომ მომხდარი მკვლელობის გამო პოლიცია გაჩხრეკდა ყველაფერს და თუ ვინმეს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, უნდა გადაემალა, თვითონაც გადამალა, რაც გააჩნდა.

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები