რედაქტორის რჩევით
მომავალი მფრინავი გორიდან - რატი ხუციშვილი
20-წლის გორელი რატი ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში ამერიკის
უნივერსიტეტში ისწავლის და პილოტის პროფესიას დაეუფლება. მფრინავის
პროფესიაზე ოცნება სკოლის პერიოდში დაიწყო და მას შემდეგ სხვა
პროფესიაზე აღარც უფიქრია.
გორის მე-7 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში (სსუ) 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა. სსუ-ში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა ამერიკაში სავიაციო სასწავლებელი, სადაც გააგზავნა მონაცემები და გასაუბრების გავლის შემდეგ ჩაირიცხა ნიუ-ჯერსიში, CENTURY AIR - სასწავლებელში.
რატი ერთი თვეა რაც ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად და მის პილოტის წიგნაკში უკვე 12 ოფიციალური ფრენა ფიქსირდება.
,,პირველად 5 წლის ასაკში ვუყურე დოკუმენტურ ფილმს თვითმფრინავების შესახებ, რამაც ძალიან დამაინტერესა, მაგრამ მაშინ პილოტის პროფესიაზე არ მიფიქრია. პილოტის პროფესიის არჩევაზე ფიქრი მე-8 კლასიდან დავიწყე, რაშიც დიდი წვლილი ჩემს დას მიუძღვის. მან მითხრა - რატი, პილოტობა არ გინდა? დამაინტერესდა და მაშინვე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა გავმხდარიყავი პილოტი. მოვიძიე ინფორმაცია და აღმოვაჩინე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (სსუ), მალევე გამოცხადდა ღია კარის დღე და მეც წავედი. ისე დამაინტერესდა ეს სფერო, რომ სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია.“ - ამბობს რატი ხუციშვილი.
გორის მე-7 სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ , 50%-იანი გრანტით, საავიაციო უნივერსიტეტში ჩაიირცხა, სადაც 1 წელი ისწავლა.
,,ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო 1 წელი ჩემს ცხოვრებაში. სწავლის პერიოდში გავიგე ბევრი ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა სხვა ქვეყნებში სწავლა და აღმოვაჩინე, რომ ამერიკის სასწავლებელში შესაძლებელი იყო ერთ წელში გავმხდარიყავი მფრინავი. მოვიძიე ადამიანები საქართველოში, ვინც ამერიკის უნივერსიტში ეუფლებოდა პილოტის პროფესიას. ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი ლაკოევი, რომელმაც ისწავლა ამერიკაში და ახლა ის უკვე პროფესიონალი მფრინავია. მან მირჩია ეს სასწავლებელი და მითხრა ყველაფერი, რაც ამერიკაში წასვლისთვის იყო საჭირო. აღნიშნულ სასწავლებელს დავეკონტაქტე, შემდეგ დამიბარეს გასაუბრებაზე, 40 წუთის განმავლობაში დამისვეს უამრავი კითხვა, მეკითხებოდნენ ყველაფერზე, ავიაციაზე, ქართული ენის შესახებაც კი მკითხეს. გასაუბრება წარმატებით გავიარე და მალევე გამომიგზავნეს მოწვევა ამერიკის უნივერსიტეტიდან, შევედი საელჩოში და აი უკვე აქ ვარ ერთ თვეზე მეტია. ჩემს პილოტის წიგნაკში უკვე 12 ოფიციალური ფრენის საათი ფიქსირდება. მახსენდება ჩემი პირველი აფრენა, როდესაც შენ თვითონ ააფრენ თვითმფრინავს, მაგაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს. ერთდროულად განვიცადე სიხარული, ცოტაოდენი შიში, გაოცება და უამრავი ადრენალინი. სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდები საქართველოში და მუშაობას დავიწყებ რომელიმე ქართულ კომპანიაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დას და მშობლებს, ყველა ჩემს მასწავლებელს,ლექტორს და საფრენოსნო ოპერაციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტს სიმონ ჯამბაზიშვილს, რომ არა ისინი, ახლა მე აქ არ ვიქნებოდი.“- აღნიშნა რატიმ Qartli.ge-სთან საუბრისას.
ავტორი: თათია გოლოშვილი

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები