რედაქტორის რჩევით
კალენდარი
,,უკან ვიღა დაბრუნდება აქ?" - იმერხევი ძამას ხეობაში
პირველად, ეს სოფელი მაშინ მოვიკითხეთ, როდესაც ქარელის მერიამ, 2018 წლის დასაწყისში, ზღუდერი-იმერხევის გზის მოასფალტების შესახებ, გვაუწყა. თუმცა, ადგილზე ჩასულს სხვა სიტუაცია დაგხვდა. გზა სოფელ ზღუდერში, სოფლის ცენტრიდან სოფლის ბოლომდე, გაუკეთებიათ. ზღუდერის შემდეგ კი, 5 კმ სიგრძის გზაზე, იმერხევამდე, ასფალტი ისევ დასაგები იყო.

ყოველწლიურად, იმერხევის გზაზე ახალ-ახალი ღრმულები ჩნდება. ნიაღვარი და ტალახი ალაგ-ალაგ მსუბუქი მანქანისთვის მორიგ დაბრკოლებებს ქმნის. იმერხევი - ეს არის სოფელი მდინარე ძამას ხეობაში. სოფელში მდინარე ღვანანა ჩამოედინება, რომელიც მარჯვენა მხრიდან უერთდება მდინარე ძამას.

აქ სკოლა 1990 წელს დაიკეტა. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც იმერხევის დაწყებით სკოლაში ბოლოს სწავლობდა, ლერი ქოქოევია. ის ახლა თითქმის 40-წლისაა, უვლის დედას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მამა ცოტა ხნის წინდაეღუპა. ლერის მამა 90-იან წლებში პირისპირ არაერთხელ შეხვედრია არაფორმალურ დაჯგუფებებს, იარაღიც მიუდიათ შუბლზე, თუმცა ლერის მამას იმერხევი არ მიუტოვებია. არც მის შვილს უფიქრია წასვლა.

3 წელია ლერი ქოქოევი ქონების რეგისტრაციას ცდილობს. სახლის დამტკიცებას ჯერ მამამისი, ამჯერად, თვითონ შეუდგა. ყვება, რომ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. ,,ამჟამად, ეს პროცესი თითქმის 70%-ით დასრულებულია“ - ამბობს ლერი ქოქოევი. თან მუდმივად სახლისკენ იყურება, მწოლიარე დედის ჯავრი აქვს.

,,ტკივილები აქვს. საავამდყოფოში გვყავდა ერთი კვირის წინ. სასწრაფო დახმარების მანქანით წავიყვანეთ. ერთი კვირა იწვა, ახლა ისევ წამოვიყვანეთ სოფელში. მერია დაგვეხმარა ერთჯერადი თანხით,“ - გვითხრა ლერი ქოქოევმა.

საუბრის დროს, მისი მეზობელი სულიკო ქელეხსაევი შემოგვიერთდა. ის 13 წლის წინ იმერხევში დაბრუნდა. ამბობს, რომ სახლი ჯერ კიდევ 2012 წელს იოლად დაირეგისტრირა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქონების რეგისტრაციის გამარტივების შესახებ, ბრძანება გამოსცა:

,,ერთ დღეში დავირეგისტრირე მაშინ, მაგრამ ,,ტუფტა“ აღმოჩნდა. იმის შემდეგ ხელახლა მომიწია საბუთების შეგროვება, სად აღარ ვიარე, რა საბუთი აღარ დამჭირდა. მე გამიადვილდა იმიტომ, რომ დედისერთა ვიყავი. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. სახლი დარჩა დედაჩემს. დედაჩემი რომ დაიღუპა, მერე ჩემზე გადმოვიდა.“ - აცხადებს სულიკო ქელეხსაევი.

მას ყველაზე მეტად იმაზე საუბარი სურს, როდესაც ახალგაზრდობაში მუშაობდა. იხსენებს, რომ 90-იან წლებში, ძირითადად, თბილისში ცხოვრობდა და არაფორმალურ დაჯგუფებებთან შეხება არ მოუწია. ,,არეულობის დროს არც ჩამოვდიოდი სოფელშიო“ - გვიყვება სულიკო ქელეხსაევია.

შალვა ქოქოევი მარტო ცხოვრობს. ოთხი ქალიშვილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჰყავს დაოჯახებული. ამბობს, რომ შვილები ხშირად აკითხავენ, წასვლასაც ურჩევენ, მაგრამ არ მიდის:

,,ადრე 75 კომლი იყო ამ სოფელში, ახლა, სადმე სუფრაზე, 20 კაცი თუ შევიკრიბებით მთლიანად. აქ ვიღა ჩამოვა, იქ მოიწყეს ცხოვრება. აქ რომ ჩამოვიდნენ, რა უნდა ნახონ?“ - ამბობს შალვა ქოქოევი და იმ სიძნელეებზე ყვება, რაც სოფელ იმერხევს და მის მოსახლეობას აწუხებს.

პ.ს. ძამას ხეობაში გზაზე თუ დასახლებებში ხშირად შეხვდებით სასულიერო პირებს: ბერებს, მონაზვნებს, მღვდლებს. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 20 წელია ხეობაში საკმაოდ გაიზარდა ეკლესია-მონასტრების რაოდენობა, ასევე, ბერ-მონაზონთა კერძო საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები, სათიბები, საძოვრები...




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.