რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორის მერმა 10-ზე მეტ თანამშრომელს საყვედური გამოუცხადა
გორის მერიაში 10-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურის გაცდენების გამო საყვედურები გამოუცხადეს. ნაწილმა ,,გაფრთხილების“ წერილი მიიღო, ნაწილი კი, უფრო მძიმე კატეგორიის გადაცდომაში იქნა მხილებული. თანამშრომლები ჩივიან, რომ გორის მერის ბრძანებები უსაფუძვლოა. ერთ-ერთმა ქალბატონმა სასამართლო პროცესი დღეს მოიგო.

ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ქალბატონის საქმეზე სასამართლომ მერის ორი ბრძანება გააუქმა:

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დილით იმყოფებოდა ექიმთან და სამსახურში დროულად ვერ გამოცხადდა, აცნობა კიდეც სამსახურის ხელმძღვანელს აღნიშნულის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ,,გაფრთხილება" მისცეს. ორი კვირის შემდეგ, ამავე სამსახურში, სხვა თანამშრომლებსაც მისცეს გაფრთხილებები, რამაც პროტესტი გამოიწვია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაემართა გორის მერთან შესახვედრად, სადაც დახვდა გორის მერის მაშინდელი მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი. მათ შორის, მოხდა კამათი. ამის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს საყვედური გამოუცხადეს. ფაქტობრივად, საქმე მიდიოდა იქამდე, რომ მისი გათავისუფლება უნდოდათ,“ - აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

მერებაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელია. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ დღეს მოსამართლემ გორის მერის ბრძანებები გააუქმა.

მერის ინტერესებს სასამართლოში იურისტი გიორგი ბატონისაშვილი იცავს. მისი აზრით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა:

,,საქმე იმაშია, რომ მერის თანამშრომელი სამსახურში ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა. სამსახურის ხელმძღვანელისგან ამის თანხმობა არ ჰქონდა მიღებული. საავადმყოფო ფურცელი წარმოადგინა შუადღეს 3 საათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფო ფურცლის მოქმედება დილის 10 საათიდან არ იწყება. პირველი გაფრთხილება ამის გამო იქნა მიცემული. რაც შეეხება მეორე ბრძანებას საყვედურის შესახებ, აქაც, ანალოგიური ვითარება იყო. მერის თანამშრომელმა თვითნებურად მიატოვა სამსახური და წავიდა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, გამკაცრებულია წესები და ნორმები, ამდენად, მისი მხრიდან ამგვარი ქმედების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელი იყო, მით უმეტეს, მათ დასაქმებაში ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება. რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, სხვების უმრავლესობაც, სწორედ, ამ მიზეზით იქნენ გაფრთხილებულნი“ - აცხადებს მერიის იურისტი გიორგი ბატონისაშვილი.

ბატონისაშვილი ფიქრობს, რომ გორის მოსამართლის გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტაციები გააუქმებენ:

,,პირველი გაფრთხილების შემთხვევაში მოსამართლემ განმარტა, რომ სამსახურის გაცდენისას მოსარჩელემ საქმის კურსში უშუალო ხელმძღვანელი ჩააყენა. ეს გარემოება მოსამართლემ სამსახურის ხელმძღვანელისგან თანხმობად ჩათვალა. არ იმსჯელა იმაზე, რომ უშუალო ხელმძღვანელმა უარი უთხრა მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნაზე. ამ პიროვნებამ თვითნებურად მიატოვა სამსახური. „ - აღნიშნავს გიორგი ბატონისაშვილი.

რაც შეეხება მეორე ,,საყვედურს“, მოსამართლის პოზიცია ასეთია: იმის გამო, რომ საყვედური წარმოადგენს უფრო მძიმე გადაცდომას და გამომდინარეობს პირველი გაფრთხილებიდან, უნდა გაბათილდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირველი გადაწყვეტილება - გაფრთხილება გაუქმებულ იქნა, ავტომატურად, მეორე გადაწყვეტილებად უქმდება.

ამ შემთხვევაში მოსარჩელე ქალბატონის მიმართ გამოტანილი ,,გაფრთხილება“ გაუქმდა, შემდეგ, ავტომატურად გაუქმდა ,,საყვედურიც“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გორის მერია მოქმედებს კანონდარღვევით, რადგან სურდათ ამ კონკრეტული ქალბატონის დასჯა. მას უშუალო კონფლიქტი მერის მაშინდელ მოადგილესთან - ეკატერინე სუხიშვილთან მოუვიდა. იურისტის განმარტებით, ერთი თვის ვადაში ორი ,,გადაცდომის" შესახებ ბრძანების დაწერა არ შეიძლება, რადგან გასაჩივრების ვადა მოესპო ქალბატონს.

ეკა სუხიშვილი მსგავს ინციდენტს ვერ იხსენებს. ის ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა საკითხებში მრჩევლად მუშაობს:

,,თუ ამ ქალბატონის სახელი და გვარი არ მეცოდინება, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად ვიტყვი, რომ თუკი ადამიანი მერიაში მუშაობს, ასეთ საპატიო ადგილზეა და წარმოადგენს ამ სამსახურის სახეს, ვალდებულია დაიცვას დისციპლინა, წესრიგი. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და გაამართლა ის, მაშინ რა გამოდის? ყველამ ასე უნდა აცდინოს სამსახური? როგორც უნდა, ისე იაროს? სხვა ვერაფერს გეტყვით. მე მსგავსი ინციდენტი არ მახსენდება. კოტე თავზარაშვილი იმდენად ლოიალურია, რომ ეტყობა რაღაც ისეთი მოხდა, რომ ბატონი კოტე იძულებული გახდა მსგავსი ბრძანებები დაეწერა“ - აცხადებს ეკა სუხიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.