რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან: ,,ნათლად გამოჩნდა რუსეთის მხარის მზაობა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლების პროცესს."
,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პრესამსახური ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ბუნებრივია, არსებულ მძიმე ვითარებაში, ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების საკითხი. ნინო ბურჯანაძემ, ყველა შეხვედრაზე თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლებას. ნინო ბურჯანაძე აცხადებს რომ, ძალიან იმედიანად არის განწყობილი, ვინაიდან ამ შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა რუსეთის მხარის მზაობა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლების პროცესს." - აღნიშნულია განცხადებაში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. დაკავებიდან 27 დღე გავიდა. 2019 წლის 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეუფარდეს.

პრეს-სამსახურის განცხადებით, საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკური კრიზისს რუსეთში ნათლად ხედავენ:

,,ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი არის მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე, რომელშიც რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

შეხვედრები შედგა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ რუდენკოსთან, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის (ფედერაციის საბჭოს) სენატორებთან: გრიგორი კარასინთან, ალექსეი პუშკოვთან, იგორ მოროზოვთან.

6 დეკემბერს დაგეგმილია შეხვედრა ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან,ასევე რუსეთის დუმის პირველ ვიცე-სპიკერთან ბატონ ალექსანდრე ჟუკოვთან და ასევე სხვა შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ნინ ბურჯანაძის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ დეტალური განცხადებები შეხვედრებთან და ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, გაკეთდება ვიზიტის დასრულების შემდეგ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.