რედაქტორის რჩევით
კალენდარი
„უკეთესი მომსახურება სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის - შშმ ბავშვები საქართველოში“
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

„უ
კეთესი მომსახურება სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საქართველოში“

სოციალური სააგენტოების, ADRA Georgia-სა და ADRA Poland-ის ინიციატივით საქართველოში განხორციელდა პროექტი - „უკეთესი მომსახურება სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საქართველოში“. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ის დაიწყო 2019 წლის 1 აპრილიდან და 31 დეკემბერს დასრულდება. პროექტის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურება შშმ ბავშვებისათვის საქართველოში. ის მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით:

- თბილისში, გორსა და ქარელში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი 3 ცენტრისთვის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის აღმოჩენა, მათი ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა,.

- ამ ცენტრების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალური სწავლა-მომზადების პროგრამის მეშვეობით;

3 ცენტრის დაარსება შშმ ბაშვებისათვის

ახალი მზრუნველობის ცენტრები 3 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა, კერძოდ: „ბავშვი და გარემო“ (თბილისი), საზოგადოება „ბილიკი“ (გორი) და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ (ქარელი).
სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად შშმ ბავშვებთან სამუშაოდ გადცემული შენობები პროექტის დაწყებამდე გამოუსადეგარი იყო, რადგან კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა და შესაბამისად, ბავშვებისათვის აქ არანაირი ღონისძიება არ ტარდებოდა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ამ ობიექტების სრული რეკონსტრუქცია, განახლდა ინფრასტრუქტურა - იატაკი, ჭერი, კედლები, წყლისა და ელექრო გაყვანილობის სისტემები. პროექტმა ცენტრები საჭირო ავეჯითა და ინვენტარითაც უზრუნველყო.
პროექტის შედეგად დაარსდა სამი ახალი ცენტრი შშმ ბავშვებისათვის - ბავშვთა დღის ცენტრი ქარელში, ადრეული განვითარების ცენტრი გორში და რეაბილიტაციისა და თერაპიული მკურნალობის ცენტრი თბილისში.

ბავშვთა დღის ცენტრი ქარელში

პროექტის დაწყებამდე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთადერთი ბავშვთა დღის ცენტრი ქარელში იჯარით აღებულ შენობაში იყო განთავსებული, რომლის ფართიც საკმარისი არ იყო სათანადო მომსახურების გასაწევად მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი 15 ბენეფიციარისთვისაც კი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრს უსასყიდლოდ გამოუყო უფრო დიდი, 8 ოთახიანი ფართი, მაგრამ ეს შენობა სერიზულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საჭიროებდა, ცენტრს კი ამის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ შენობა გამოუყენებელი რჩებოდა.

ფოტო: ობიექტი გახსნამდე



თანამედროვე და კეთილმოწყობილი ცენტრის შესაქმნელად და ასამოქმედებლად აქ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ცენტრის შესასვლელში გაკეთდა 25 მეტრის სიგრძის პანდუსი ეტლით მოსარგებლეთათვის. საპირფარეშოებიც მორგებულია შშმ პირებზე, ხოლო ახლად დამონტაჟებული გათბობის სისტემა ბავშვებისათვის კომფოტრულ და თბილ გარემოს უზრუნველყოფს ზამთრის განმავლობაში. სათანადოდ აღჭურვილ სამზარეულოსა და სასადილო ოთახში ბავშვები და ცენტრის თანამშრომლები სუფთად და კომფორტულად ისადილებენ. ყველა ოთახი და დერეფანი თბილ ფერებში შეღებილი და კარგად განათებულია, რაც ესთეტიკურად სასიამოვნო გარემოს ქმნის.

შედეგად, ცენტრის სათანადო ხარისხით მართვისა და ბავშვებისათვის მეგობრული გარემოს შექმნის გარდა, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ 15-ის ნაცვლად 30-ზე მეტი ბენეფიციარის მიღებასაც შეძლებს.



„კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ქ.-ნი თინათინ ბრეგვაძე აცხადებს: „ქარელში შშმ ბავშვებისათვის სათანადო დღის ცენტრის გახსნა ჩვენი ოცნება იყო, რომელიც პროექტში გაწეული ძალისხმევის შედეგად აგვიხდა. ჩვენ შემოგვთავაზეს შენობა ამ ცენტრისთვის, მაგრამ აქ ცენტრის გასახსნელად საკმაოდ დიდი თანხები იყო საჭირო, რაც ძალიან გვაღელვებდა. მაგრამ ADRA –Georgia-სთან თანამშრომლობისა და პოლონეთის დახმარების მხარდაჭერით ჩემი ოცნება ასე სწრაფად ახდა. ახლა, ახალი ცენტრის დამსახურებით, ჩვენ გვაქვს სათანადო სივრცე და შესაძლებლობები ბენეფიციართა რაოდენობის გასაზრდელად“.




ადრეული განვითარების ცენტრი გორში

მსგავსი პრობლემები ჰქონდა საზოგადოება „ბილიკს“, რომელსაც გორში შშმ ბავშვებისათვის ადრეული განვითარების პროგრამის განსახორციელებლად დღის ცენტრის გახსნა სურდა. ცენტრის დაარსების აუცილებლობა გორში ამ ტიპის პროგრამის განმახორციელებელი სერვისის უქონლობით იყო განპირობებული. საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ პირებს ყოველთვიურად უნდა უტარდებოდეთ არანაკლებ 8 სესიისა. ასაკის მიხედვით, ეს სესიები დაყოფილია სახლში ვიზიტებად და ჯგუფურ ვარჯიშებად ცენტრში. მაგრამ საზოგადოება „ბილიკს“ არ გააჩნდა პროგრამის განხორციელებისათვის შესაფერისი სივრცე. ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ამ მიზნისათვის გამოყოფილი ოთახი ბევრ პრობლემას იწვევდა, რადგან ოთახში არ იყო საკმარისი ფართი ბენეფიციარებისათვის, ხოლო სასწავლო პროცესი ზღუდავდა ჩასატარებელი სესიების დროსა და რაოდენობას. სხვა შენობის დაქირავება კი შეუძლებელი იყო, რადგან ცენტრს სჭირდებოდა პანდუსი ეტლით მოსარგებლეთათვის.

2018 წლის ნოემბერში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორგანიზაციას შესთავაზა საკმაოდ დიდი ფართი გორში ადრეული განვითარების ცენტრის შესაქმნელად, მაგრამ შენობა ძველი და დანგრეული იყო, მას სერიოზული რეკონსტრუქცია სჭირდებოდა, რისი საშუალებაც სამწუხაროდ ორგანიზაციას არ ჰქონდა. მაგრამ პოლონეთის დაფინანსების დახმარებით ამ პროექტის განხორციელება შესაძლებებლი გახდა.



შედეგად ეს სრულიად მოძველებული ფართი გარდაიქმნა ახალ, თანამედროვე ცენტრად სპეციალურად მიშენებული პანდუსით საინვალიდო ეტლებისათვის, ასევე ეტლით მოსარგებლე პირებზე მორგებული საპირფარეშოებითა და ოთახებით, კომფორტული და სათანადოდ აღჭურვილი სამზარეულოთი თანამშრომელთა და ბენეფიციართათვის, გათბობის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისათვის თბილ გარემოს ცივ ზამთარში. ყველა ოთახი ლამაზად არის შეღებილი და განათებული, რაც ესთეტიკურად სასიამოვნო გარემოს ქმნის სწავლებისათვის.




დავით ჩიხლაძე, გორის სოციალური სამსახურის უფროსი , აცხადებს: „ცენტრის შენობა, რომელიც ბილიკმა მიიღო სავალალო მდგომარეობაში იყო და დაინტერესებულ მხარეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისათვის, რომ ის ასეთი ლამაზი და ადაპტირებული გამხდარიყო. ბენეფიციართა სათანადო ხარისხით მომსახურება ნამდვიად დიდი მიღწევაა.“



რეაბილიტაციისა და თერაპიული მკურნალობის ცენტრი თბილისში

მესამე პროექტი, რომელიც ADRA-მ განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის სრული განახლების გზით არის ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ სასარდაფე ფართის გამოყენებით რეაბილიტაციისა და თერაპიული მკურნალობის ცენტრის დაარსება თბილისში. პროექტის დაწყებამდე ორგანიზაცია ვერ უწევდა სათანადო რეაბილიტაციასა და ფსიქოლოგიურ მომსახურებას თავის 41 ბენეფიციარს (შეზღუდული გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ბავშვები), რიც გამოც ბავშვებსა და მათ მშობლებს სხვა სამკურნალო დაწესებულებაში უწევდათ დიდ მანძილზე სიარული, რაც დამატებით დანახარჯებს იწვევდა. პროექტის დახმარებით, სრულყოფილად მომუშავე ახალ ცენტრში სათანადო მომსახურება გაეწევა ცენტრის 41-ვე ბენეფიციარს. ასევე ყველა იმ ბავშვს, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა კატეგორიაში. 




სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქ ივლისში დაიწყო და დასრულების შემდეგ, დაბინძურებული და გამოუსადეგარი სარდაფი თანამედროვე სარეაბილიტაციო და თერაპიული მკურნალობის ცენტრად იქცა. შიდა სივრცეში განლაგებული ოთახები და საპირფარეშოები ერთმანეთს უკავშირდება ახალი, 20 მეტის სიგრძის პანდუსითა და პლატფორმით საინვალიდო ეტლებისათვის. ცენტრი აღჭურვილია რეაბილიტაციისათვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით (სამასაჟე მაგიდები, სარბენი ბილიკები, ველოსიპედები, განტელები და ა.შ.), რომელიც აუცილებელია თერაპიული მკურნალობისათვის. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ცენტრის ესთეტიკურ იერსახესაც.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, თათია გვილავა აცხადებს: „ მოხარული ვარ რომ ამ ცენტრის გახსნის ცერემონიალს ვესწრები, ADRA-Georgia-სა და პოლონეთის დახმარების მიერ მხარდაჭერილი ორი სხვა ცენტრის გახსნასაც დავესწარი. მინდა მივულოცო ამ ცენტრის ხელმძღვანელს, ქ.-ნ ნანა იაშვილს ასეთი ლამაზი სარეაბილიტაციო და თერაპიული მკურნალობის ცენტრის გახსნა თბილისში, ახლა ის ბევრ ბავშვს მოემსახურება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.“

ვერიკო თოღოშვილი: „მე ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ აქ გაიხსნა რეაბილიტაციისა და თერაპიული მკურნალობის ახალი ცენტრი. ადრე ჩემი შვილი თერაპიული მკურნალობის სხვა დაწესებულებაში დამყავდა, რომელიც შორსაა აქედან და ეს ძალიან მოუხერხებელი იყო. ახლა კი ჩემი შვილი შეძლებს რომ დღის ცენტრის შენობაშივე მიიღოს სათანადო რეაბილიტაციური დახმარება.“




შშმ ბავშვთა ცენტრებში მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები

ზემოთ აღწერილი სამივე ცენტრის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია მათი თანამშრომლების უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაც. სწორედ ამიტომ, პროექტის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს სპეციალური სწავლა-მომზადების პროგრამების (ტრენინგების) ჩატარება წარმოადგენდა. ტრენინგები შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ქცევების მართვა (ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქცევით ცვლილებებს სწავლებისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე ზრუნვის საშუალებით) და რთული ყოფაქცევის ბავშვების მართვა (ბავშვის ქცევების სპეციფიკის გაგება და გამოვლენა, რაც ეხმარება ბავშვის ქცევების მართვისათვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებას).

„შშმ ბავშვების ყოფაქცევის მართვის პირველ ტრენინგზე გავეცანი ძალიან საინტერესო და ეფექტურ მიდგომებს ქცევის სხვადასხვა ტიპებთან, როემლსაც შეიძლება შევხვდეთ ბენეფიციარებთან. ტრენინგის ხელმძღვანელმა, ქ.-ნმა ქეთევანმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სოციალურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიის დარგში ყველა ჩვენს შეკითხვას გასცა პასუხი. ეს ძალიან საიტერესო და სასარგებლო ტრენინგები იყო“,- აცხადებს ლამარა ბრეგვაძე, ახლადგახსნილი ქარელის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მენეჯერი.




პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.