რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ოკუპირებული სოფლებიდან 19-მა მოსწავლემ საქართველოს ხელისუფლებას ატესტატების აღიარების თხოვნით მიმართა
2019 წელს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა 19-მა მოსწავლემ, რომელთაც ზოგადი, საბაზო და დაწყებითი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს. საქართველოს განათლების სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის (ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი) წარმომადგენელმა, სოსო ცოტნიაშვილმა განაცხადა. ის დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს.

,,კომისიამ მოახდინა 16 პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული სრული ზოგადი განათლების, 2 პირის მიერ მიღებული საბაზო საფეხურისა და 1 პირის მიერ მიღებული დაწყებითი საფეხურის განათლების აღიარება." - აღნიშნულია ანგარიშში.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემულ დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა. იმისათვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოკუპაციის შემდეგ სწავლა გააგრძელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ სკოლებში, შემუშავდა ზოგადი განათლების აღიარების წესი. ამ წესის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახდენს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს). ამ მიზნით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს ზოგადი განათლების აღიარების თხოვნით შემოსულ განცხადებებს. " წერია დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო გრანტი მისცეს 2 სტუდენტს, რომლებმაც ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.