რედაქტორის რჩევით
შიდა ქართლის პროკურატურა პოლიციის მხრიდან მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევას იწყებს
ფოტოზე: პროკურორი ია
მეფარიშვილი
ტაქსის მძღოლი, რომელიც დღეს ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარსდგა, აცხადებს, რომ მას ქარელის შს სამმართველოს აგარის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა.
ამის გამო, მოსამართლემ პროკურორს, ია მეფარიშვილს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ ამის თაობაზე მოკვლევა აუცილებლად დაიწყება.
ტაქსის მძღოლი დღეს, გორის სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარსდგ, რომელმაც 2019 წლის 3 მარტს მომხდარი ფაქტის შესახებ, ისაუბრა. ნაფიცი მსაჯულები იხილავენ 3 მამაკაცის საქმეს, რომელთაც ბრალათ ედებათ ტაქსით გოგონას გატაცება და ფულის გამოძალვა. ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ გოგონა და ბიჭები თბილისში ერთად წავიდნენ, რადგან უნდა ენახათ მევალე. მევალე კი, დაზარალებულის ქმარია. ტაქსის მძღლის თქმით, არანაირ გატაცებას ადგილი არ ქონია:
,,აგარის ტერიტორიაზე ავტობანზე ვმუშაობდი. მოვიდნენ პიკაპით და წამიყვანეს აგარის განყოფილებაში. როცა ჩამსვეს მანქანაში, ერთერთმა პიროვნებამ მითხრა - შენ არ იცი, რა შარში ხარ, დედა გაქვს მო.....იო. შემდეგ წამიყვანეს განყოფილებაში და შემიქმნეს ისეთი წარმოდგენა, რომ კარგი არაფერი მელოდა. მეუბნებოდნენ, შენ არ იცი ეს ბიჭები რა საქმეებში არიან გახლართულები და შენ დამნაშავეებს ხელს აფარებო. მოუყევი გამოძებას, რომ ეს გოგონა გაიტაცეთ ძალით და ფულის გამოძალვა გინდოდათო. მე ვუთხარი, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და რომც მომხდარიყო, მე ამას არ გავაკეთებდი-მეთქი. არავის გავიტაცებდი, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ამის გამო, მე ჩვენება ამ დეტალებთან დაკავშირებით არ მიმიცია, რადგან მძიმე ოჯახური მდგომარეობა მქონდა. მამაჩემს ჰქონდა სიმსივნე. იყო ძალიან ავად და პოლიციაში დაკითხვებზე ხშრად სიარულის გამო ჩავთვალე რომ გავამწვავებდი ოჯახში არსებულ მძიმე მდგომარეობას. ახლა კი, ვიტყვი ყველაფერს, რაც მოხდა." - განაცხადა მამაკაცმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე.
საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას qartli.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები