რედაქტორის რჩევით
მამაკაცი, რომელიც მეუღლისა და რძლების მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული, გაამართლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები იოსებ ბიბილაშვილი
ყველა იმ წარდგენილ ბრალდებაში გამართლა, რომელიც მას პროკურატურამ
2019 წლის გაზაფხულზე წაუყენა.
იოსებ ბიბილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდნენ ოჯახის წევრები, კერძოდ: მეუღლე, ვაჟი და მისი ცოლი, ასევე, მეორე ვაჟის (გარდაცვლილის) ცოლი.
გამოძიება იოსებ ბიბილაშვილს სამ ეპიზოდში მომხდარ ფაქტზე ედავებოდა. პროკურორის თქმით, იოსებ ბიბილაშვილი ემუქრებოდა რძლებს და ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, სცემა უმცროსი ვაჟი.
სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა ბრალდება მოეხსნა.
სახლში, სადაც ინციდენტი მოხდა, რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს: პაპა; ბებია; იოსებ ბიბილაშვილი; ეკა ბიბილაშვილი (მეუღლე); გიორგი ბიბილაშვილი (ვაჟი) თავისი მეუღლით და შვილით; ასევე, ვახტან ბიბილაშვილის (გარდაცვლილი შვილის) მეუღლე შვილებით.
ოჯახური დაპირისპირების ძირითად მიზეზად ქონებრივი დავა სახელდება.პაპას და ბებიას არ სურს, რომ ქონება რძლებს დაუტოვოს.
2019 წლის 29 აპრილს, აღდგომა დღეს, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ სასაფლაოზე, სადაც განსვენებულია იოსებ და ეკა ბიბილიშვილის შვილი.
იოსებ ბიბილაშვილი: ,, ჩემ ყოფილ მეუღლეს სტუმრები ყავდა და სასაფლაოზე აპირებდნენ წასვლას, სადაც ჩემი ვაჟია დაკრძალული. მეც ვაპირებდი ასვლას შვილის საფლავზე, ვიფიქრე, ჯერ თვითონ ავიდნენ და მერე მე წავალ-მეთქი. არ მინდოდა მათთან შეხვედრა, რადგან პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიყავი და მეშინოდა პროვოკაცია არ მოეწყოთ ჩემთვის. პირობითი მსჯავრი იმიტომ მქონდა, რომ წინა წელს, ჩემმა მეუღლემ მიჩივლა ძალადობის ფაქტზე, 45 დღე ვიყავი ციხეში და შემდეგ 1,5-წლიანი მომისაჯეს.“
,,რაც შეეხება საფლავს, ჩემი სახლის ეზოდან ჩანს სასაფლაო, რამდენჯერმე გავიხედე. როცა დავრწმუნდი იქ აღარ იყვნენ, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე შვილის საფლავზე, ჩემს დისშვილებთან ერთად, წასვლა.“
,,საღამო ხანი იყო, ავედი თუ არა ჩემი შვილის საფლავზე, ზუსტად 7-10 წუთში, მოვიდა ჩემი მეორე ვაჟი საკუთარი მანქანით, ჩემ ყოფილ მეუღლესთან და რძლებთან ერთად. ძალიან აგრესიულები იყვნენ. ჩემი ყოფილი მეუღლე ეკატერინე ბიბილაშვილი მეუბნებოდა, როგორ გაბედე შვილის საფლავზე მოსვლა, როცა შვილიშვილებს სახლი წაართვიო.“ - აცხადებს იოსებ ბიბილაშვილი.
ამ დროს საფლავზე იოსებ ბიბილაშვილი დისშვილებთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მხარეს შორის დაიწყო ჩხუბი.
,, მაგ დროს ჩემ დისშვილებს და შვილსაც მოუვიდათ ჩხუბი. ჩემი რძალი უცენზურო სიტყვებს იძახდა ჩემს მისამართით, მოდი დამარტყიო, უნდოდა რომ დამერტყა. ამ ალიაქოთში მოვახერხე და დავრეკე ხიდისთავის პოლიციის მაშინდელ უფროსთან ილია ციციშვილთან, მინდოდა მოსულიყო და ადგილზე ენახა სიტუაცია. მეორე დარეკვის შემდეგ მოვიდა, ავუხსენი სიტუაცია, თუმცა არც კი მომისმინა, ის იყო ჩარეული ჩვენი ოჯახის საქმეებში და გენინსპექციაშიც ვუჩივლე“ - აღნიშნა იოსებ ბიბილაშვილმა.
სასაფლაოს ეპიზოდს იოსებ ბიბილაშვილის მეუღლე და რძალი განსხვავებულად აღწერენ:
დაზარალებულად ცნობილი მეუღლე და რძალი ამბობენ, რომ როდესაც იოსებ ბიბილაშვილი საფლავზე ავიდა, ისინი ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სწორედ, იოსებ ბიბილაშვილის მხრიდან წამოვიდა აგრესია:
,,დაგვიწყო ჩხუბი, რატომ ამოხვედით ჩემი შვილის საფლავზეო. ჩვენსკენაც იწევდა. მეც გამარტყა სახეში. ჩემი ქმარი, გიორგი ძალიან სცემეს მამიდაშვილებმა. იძულებული გავხდით წამოვსულიყავით სახლში“ - აცხადებდა ინგა ბიბილაშვილი, იოსებ ბიბილაშვილის რძალი.
ინციდენტი ოჯახის წევრებს შორის სახლშიც გაგრძელდა. იოსებ ბიბილაშვილმა პოლიციას აცნობა, რომ მის მოხუც მშობლებზე იძალადეს და დაემუქრნენ. ხოლო რძლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ მამამ შვილს სცემა.
რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს მამა-შვილი: იოსებ და გიორგი ბიბილაშვილები; ბრალი წაუყენეს იოსებ ბიბილაშვილის მეუღლეს, ეკა ბიბილაშვილსაც.
იოსებ ბიბილაშვილი: ,,სასაფლაოდან წამოსულებმა პოლიციაში დამიბარეს და ბრალის აღიარებას მთხოვდნენ, მაგრამ არ ვაღიარე. წამოვედი, მეორე დღეს 30 აპრილს ჩემს მოხუც მშობლებთან მივიდა ჩემი ცოლი, დედაჩემმა მითხრა, მამაშენზე იწევდა და უნდა ეცემაო. ამ ყველაფრის მერე 1 მაისს მოხდა ჩემი დაკავება. 9 თვეა უდანაშაულოდ ვზივარ ციხეში. ჩემი რძლები მანამდეც რამდენჯერმე დამემუქრნენ, თუ მეუღლესთან განქორწინებას არ გადაიფიქრებ, პირობით მსჯავრს არ დაგასრულებინებთ და ილია ციციშვილი მოგხედავსო. ილია ამ სქმეზე გენინსპექციაშიც იყო დაბარებული, ახლა აღარ არის ხიდისთავის პოლიციის განყოფილების უფროსი.“
,,ჩემი მეუღლე და რძლები მემკვიდრეობის გამო გადამეკიდნენ. არადა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ უარი ვთქვი მემკვიდრეობაზე. როდესაც სახლის გადაფორმებას ვაპირებდი, ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილებზე, მკითხეს სესხი ხომ არ აქვს ბანკში აღებული თქვენს რძალს, არ დაკარგოთ მაგის გამო ბინაო. მე არაფერი ვიცოდი, თურმე 10 ათასი ლარი ქონდა აღებული ბანკიდან. ამის გამო აღარ გადავუფორმე სახლი.“
,,ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილები ძალიან მიყვარს, ორივე ჩემი გაზრდილები არიან. შვილის გარდაცვალების შემდეგ უფროს ვაჟს შიში დაყვა, სულ მე ვპატრონობდი. ვტაქსაობდი და 10 სულს ვინახავდი, ყველანი უმუშევრები იყვნენ, ძალიან მიხაროდა როცა შვილიშვილებს საჩუქრებს ვყიდულობდი, სახლშიც ისე არ მივდიოდი, ყველას ვეკითხებოდი, რა გინდათ, რა წამოგიღოთ-მეთქი.“
,,მაგრამ ჩემ რძლებს ჩემი და ჩემი მშობლების სახლების გაყიდვა და გორში ბინების ყიდვა უნდოდათ. რა უნდოდათ, რას მერჩოდნენ, ჩემს მეუღლესთან ერთად 35 წელი ვიცხოვრე, ერთი დღე არ უმუშავია, რომ ნახოთ მისი სამოსი, არაფერს ვაკლებდი. ციხეში თიაქრის ოპერაცია დამჭირდა, ჰოსპიტალიზირებული ვიყავი რამდენიმე დღე. რატომ უნდა ვიხდიდე ტყუილად სასჯელს, როცა არაფერი დამიშავებია?“
გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ პატარაობიდან მისი ქმარი - გიორგი და დედა განიცდიან ძალადობას იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილის მხრიდან.
,,კონფლიქტის დაწყება არ უკავშირდება ოჯახურ დავას. ეს უკავშირდება იმ ფაქტს, როდესაც ჩემი მამამთილი ძალადობდა თავის მეუღლეზე და ამას შევეწინააღმდეგე. გასულ ზაფხულს მამამთილი დაიჭირეს, სადაც ერთ-ერთ დაზარალებულად მე ვიყავი. მთელმა სოფელმა იცის, რომ წლები მამამთილი თავის მეუღლეზე ძალადობდა. რაკი, ამ ძალადობის ფაქტზე მამამთილი შარშან დაიჭირეს, გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის სამაგიერო გადაეხადათ. მამამთილმა თავის მოხუც მშობლებს დააწერინა, რომ თურმე მათზე, ჩემი მეუღლე გიორგი ძალადობდა. პაპამ და ბაბომ შვილიშვილი დააჭერინეს და ეს გააკეთებინა ნუკრიმ" - აცხადებს გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე. მისი განმარტებით, ქონებრივი დავის თემა სწორედ ამ ფაქტების შემდეგ წამოვიდა.
,,სწორედ, ამის შემდეგ ბაბომ და პაპამ გადაწყვიტეს სახლიდან ჩვენი გასახლება, რადგან ნუკრი დავაჭერინეთ. სახლის გაფორმება კი ლეილა ბიბილაშვილზე და მის შვილებზე სურს, ნუკრის დაზე და მის შვილებზე." - განმარტავს გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე.
,, ბატონო პროკურორო, ღმერთის გეშინოდეთ. რაც შეეხება პირველ დაკავებას, ბრალი მაშინ იმიტომ ვაღიარე, რომ სოფელში ყველა მცნობს და არ მინდოდა ჩემი მეუღლისთვის აქეთ მეჩივლა ძალადობაზე. მაგ საქმეზე სასამართლომ ცოტა ხანში პირობითი მსჯავრიც მომიხსნა.“- აღნიშნა სასამართლო პროცეზე დაკითხვის დროს იოსებ ბიბილაშვილმა.
პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა დასკვნით სიტყვაში მოითხოვა იოსებ ბიბილაშვილის პატიმრობაში დატოვება, თუმცა საქმის მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა სამივე ეპიზოდში გაამართლა ბრალდებული და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესიდან გათავისუფლებული იოსებ ბიბილაშვილი პოლიციელებთან ერთად მივიდა საკუთარ ბინაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლეც ცხოვრობს.
,,ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა, მოგცემ გასაღებს და ერთად ვიცხოვროთო. მე მასთან ცხოვრება არ მინდა, არიან ყოფილი ქმრები, რომლებიც ძალადობენ ყოფილ ცოლებზე, მე კიდევ ვეუბნები, რომ დამანებოს ყველამ თავი და ვიცხოვრო ჩემთვის.“-განაცხადა Qartli-ge-სთან საუბრისას იოსებ ბიბილაშვილმა.
ბრალდებულს იცავდნენ ადვოკატები დავით გირგვლიანი და ელზა პავლიაშვილი.
იხ. ამავე თემაზე:
უფლისციხეში მამა-შვილი დააკავეს

სასაფლაოს
ეპიზოდი

შემდეგ

სასამართლოს
ვერდიქტი

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები