რედაქტორის რჩევით
გუბერნატორს კასპიდან მიმართავენ - ,,ნათესავების პატივისცემა თუ გინდათ, სახლში დაპატიჟეთ ბიძიკო"
,,ქართული ოცნების" კასპის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი
რამაზ ბერიანიძე გუბერნატორს პირდება, რომ სააკაძის მოედნიდან
თბილისელ და გორელ კადრებს პანღურით გააძევებენ. ამის შესახებ მან
განცხადება რამაზ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი ცნობით, შეურაცხყოფაა ის ფაქტი, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივ კადრებს არ ასაქმებენ. ბოლო ფაქტი, რამაც რამაზ ბერიანიძის აღშფოთება გამოიწვია, კასპის მერის ერთ-ერთი მოადგილის ზაზა მარიდაშვილის გათავისუფლება გახდა.
კასპის მერიაში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ზაზ მარიდაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ჩვენთან საუბარში მარიდაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია საკადრო გადაადგილების შესახებ:
,,მე არაფერი ვიცი. ვერაფერს გეტყვით. ცვლილებები არ მომხდარა" - აცხადებს ზაზა მარიდაშვილი.
რაც შეეხება რამაზ ბერიანიძეს, გთავაზობთ, მისი განცხადების სრულ ვერსიას:
,,შიდა ქართლის რწმუნებულს ანუ გუბერნატორს, ასე უფრო მოსწონთ მათ, მსურს მივმართო. კასპის მუნიციპალიტეტის ანუ რაიონის შესახებ თუ გსმენია რაიმე, ან წარსულიდან ან დღევანდელობიდან? მხედართმთავრებზე და შეუცვლელ მეცნიერებზე, ასევე ჩვენს წმინდანებზე, ალბათ, გექნებათ გაგონილი. ისიც თუ იცით, რომ კასპის რაიონი 80- 90 წლებში უმაღლესი განათლებითა და მეცნიერ მუშაკთა რაოდენობით საქართველოში პირველ ადგიზე იყო."
ეს ხალხი სხვათა შორის არსად აწასულა, აქ ცხოვრობს და შეგვიძლია მთელი საქართველო დავაკმაყოფილოთ პროფესიონალი კადრებით. დღემდე ვდუმდი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როგორ ბედავთ და კასპში მთელ რიგ თანამდებობებზე გარედან გვიგზავნით გაუგებარი ცოდნისა და გამოცდილების მლიქვნელებს? რატომ ხარჯავთ კასპელთა ბიუჯეტს ასე თქვენს ნებაზე, რომ ვიღაც ვიგინდარები თბილისიდან და გორიდან დაბრძანდებიან კასპში?
შუადღის შემდეგ კი ვერც ერთს იპოვი ადგილზე მერის გარდა, ეგაა ერთი ადგილობრივი, დამლაგებლის დანიშვნაც რომ თქვენთან შასათანხმებელია, ესაა თქვენი თვითმართველობაა?"
,,ეხლა მოადგილის ვაკანტური ადგილია, არც გაბედოთ ვინმე გარედან მოათრიოთ, თორემ გაძლევთ პირობას, ჯერ მე გნახავთ პირადად და გაგეცნობით, ვინც ვარ, მერე კი სააკაძის მოედანზე დაგიმწკრიებთ ამ ტურისტ თანამდებობის პირებს და ეგრე გამოგიპანღურებთ ყველას. თქვე მამაცხონებულებო აიპიები და სიპებიც კი არაკასპელებითაა სავსე. ნათესავების პატივისცემა თუ გინდათ სახლში დაპატიჟეთ ბიძიკოო ს ა ხ ლ შ ი ი იიი!" - წერს რამაზ ბერიანიძე.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები