რედაქტორის რჩევით
კალენდარი
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა - რა შეზღუდვები რჩება ქვეყანაში
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მოქალაქეებს გადაადგილება ნებისმიერ დროს შეეძლებათ, მოხსნილია პირად ავტომობილში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვაც.

ცვლილებების თანახმად, დღეიდან 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვაც იხსნება.

თუმცა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება:


სავალდებულოა ნებისმიერ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია;
აკრძალულია სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი;
ტაქსიში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს, ტაქსის მძღოლი კი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
აკრძალულია რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
შეზღუდული რჩება სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
იკრძალება ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
შეზღუდული რჩება სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
აკრძალულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
ბიზნეს სუბიექტები ვალდებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი მოთხოვნები დაიცვან;
შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როგორც ქალაქებში, ისე საქალაქთაშორისო მოძრაობისას.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, უკვე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

ცნობილია ისიც, რომ კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თუმცა საკარანტინო ზონაში რჩება სოფლები მუშევანი და გეტა. ამ დრომდე, საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული თეთრიწყაროც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა, რის შემდეგაც ბიზნესს შეზღუდვები ეტაპობრივად დაუწესდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.