დასახლების ცენტრში მდებარე სათვალთვალო კოშკი ზემოაღნიშნულ ლეგენდას დღესაც ინახავს. ადრე ეს კოშკი უფრო დიდი სიმაღლის იყო, ამჟამად, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. სოფლის სახელწოდება - ბერბუკი" - ც ამ ლეგენდას უკავშირდება.
ერთი ვერსიით, ბერები, გორთან ახლოს, კვერნაკის ქედზე მდებარე ეკლესიაში ცხოვრობდნენ და იქიდან დაჰკრავდნენ ბუკს. ეს ხმა კი დაახლოებით 4 კმ მანძილზე განთავსებულ სათვალთვალო კოშკში ესმოდათ და კოცონს ანთებდნენ. მეორე ვერსიით კი, ბერები, სწორედ, დღევანდელი ბერბუკის კოშკში ცხოვრობდნენ, რომელიც დღეს ნაწილობრივ დანგრეულია..
ბერბუკი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“; იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“; იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“; ,,დასტურლამალი" და სხვადასხვა ისტორიულ საბუთებში.
ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ცნობით, 1735 წ. ქართლი ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა. ქართველებს გივი ამილახვარის სარდლობით, ბერბუკიდან შეუტევიათ გორის ციხეში გამაგრებული ოსმალებისათვის და გამარჯვება მოუპოვებიათ.
ბლოგი მოამზადა
გიორგი გიგაურმა
ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლე
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","
სტატიის გამოყენების პირობები