ქალაქის შიდა სამარშუტო ტაქსების სამუშაო საათების გაზრდა სტალინისა და თეატრის პარკების WI-FI -ის ზონებითა და საზოგადოებრივი საპირფარეშოებით აღჭურვა. ეს გახლავთ ორი ძირითადი პრობლემა, რომელთა მოგვარებითაც, ახალგაზრდების აზრით, ქალაქი უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდება.
"ყოველთვის უფრო მეტს ვისმენ, ვიდრე ვლაპარაკობ" - ასე დაიწყო მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრა. მისი თქმით, ყოველთვის მოხარულია მოუსმინოს ახალგაზრდებს და გაეცნოს მათ მოსაზრებებს.
"თქვენ ხართ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ერთობლივი თანამშრომლობით აღმოვფხვრავთ ჩვენი ქალაქის პრობლემებს. მთავარია, ჩვენს თანამშრომლობას სისტემატური სახე მიეცეს" - განაცხადა მერმა.
საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თავისი პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოებას ბორჯომში მოქმედი საპირფარეშოების მოდელი გააცნო. ანალოგიური მოდელის განხორციელება მომავალში შესაძლებელია გორშიც.
ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა,რომ სამომავლოდ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთან დაკავშირებითაც იგი სტუდენტების აზრსა და შეხედულებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გორში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნას უყრის საფუძველს და მის ჩამოსაყალიბებლად ემზადება. ათწევრიანი ჯგუფი სამოტივაციო ესეებით და გასაუბრებით შეიქმნა და შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ლექსო კაპანაძე, დავით ყაზარაშვილი, ანა კლდიაშვილი, ანა სამხარაძე, გიორგი ოგანესიანი, ეკა ადუაშვილი, თეო გიორგაშვილი, შმაგი ბერუაშვილი და გიორგი ლომსაძე. პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის სტუდენტების შერჩევას და მომზადებას გულისხმობს.
ვიდეობლოგი მომზადებულია გიორგი ოგანესიანის და თეონა გიორგაშვილის მიერ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","
სტატიის გამოყენების პირობები