რედაქტორის რჩევით
თბილისში, უტიაშვილის და კვესიტაძის სახლთან მიმდინარე აქციაში „ოცნების“ გორის ორგანიზაციის აქტივისტებიც მონაწილეობენ
თბილისში, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის,
შოთა უტიაშვილის სახლთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან "ქართული ოცნების" გორის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებიც.
შეკრებილები მეგაფონის მეშვეობით სიტყვით გამოდიან და აცხადებენ, რომ უტიაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა.
მიმდინარე აქციას ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, რომელიც შოთა უტიაშვილის მეუღლეა ხელისუფლების მართულს უწოდებს. ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ აღნიშნულს მიიჩნევს ზეწოლას, როგორც რუსთავი 2-ს ჟურნალისტზე.
ცნობისთვის, გუშინ შოთა უტიაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აგვისტოს ომთან დაგაკვშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
„აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს დაჩმორება იოლი არ იქნებოდა.
დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.
უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“-დაწერა უტიაშვილმა.

ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","
,,უეცრად ვიღაცას მოუნდა, რომ ეს ადამიანები მტრები გამხდარიყვნენ.
ვერ გახდებიან
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები