რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
იზოლაციის დღიურები - ნინო ლომიძის ბლოგი
Covid-19-ის პანდემიამ ადამიანების ცხოვრების რიტმი
გარკვეულწილად შეცვალა. გამონაკლისი არც ნინო ლომიძე აღმოჩნდა,
რომელიც პროფესიით პედაგოგია. Qartli.ge გთავაზობთ, მის ბლოგს,
რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში დაწერა:
დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის და აღმოგვაჩენინებს კორონას ეპოქა. ეს პერიოდი კი იქცევა საუკეთესო გამოცდილებად ახალი ცხოვრების უკეთ დასაწყებად.
ფოტოზე დათა, ნინო და სალომე ლომიძეები მაქსისთან ერთად
იზოლაციის დღიურები
დღევანდელი რეალობა ასეთია, არავინ იცის რა იქნება ხვალ, ვერაფერს
დაგეგმავ. სამაგიეროდ კარგად ხვდები განსხვავებას აწმყოსა და წარსულ
ცხოვრებას შორის და სწორედ ეს გეხმარება გადააფასო ღირებულებები. გავა
დრო და იზოლაციის პერიოდს აღმოჩენების პერიოდს დავარქმევ, იმ
„წვრილმანების“ აღმოჩენის, რომელიც თურმე ყველაზე მნიშვნელოვანია და
ცხოვრების ყოველდღიური სწრაფი რიტმის გამო გამოგვრჩება-ხოლმე. ოჯახთან
ურთიერთობა და შვილების აღზრდა-სწავლების პროცესში ჩართვა ყოველთვის
პრიორიტეტულია ჩემთვის. თვითიზოლაციამდე თავისუფალ დროს თუ წიგნების
კითხვას, ფილმების განხილვას და მხატვრულ კითხვაში შეჯიბრს ვუთმობდით,
ახლა უკვა სხვა გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რასაც დისტანციური
სწავლა ჰქვია და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მიზანი გვაქვს: სალომე-საბაზო
საფეხურს ამთავრებს და სურს შეინარჩუნოს წარჩინებული მოსწავლის
სტატუსი ლეპტოპის მისაღებად; დათა- ახალ სკოლაში ცდილობს ღირსეული
ადგილის დამკვიდრებას; მე კი, მე ისე უნდა მივაწოდო გაკვეთილები ჩემს
მოსწავლეებს, რომ მათ არ გაუნელდეთ სიყვარული რიცხვთა სამყაროს
მიმართ. ვერ გეტყვით, რომ დასაწყისი მარტივი იყო, თუმცა
კომფორტის ზონის დარღვევა ხომ ადამიანებს გამოსავლის პოვნისკენ
გვიბიძგებს და მეც მოვირგე სასწავლო ნაწილის როლი: შევუწყე ერთმანეთს
თითოეულის გაკვეთილების ცხრილი, გავიყავით ტექნიკა (აქ ცოტა
გაგვიჭირდა, მაგრამ მოვრიგდით) დავინაწილეთ საკლასო ოთახები.
ვისწავლეთ მინიშნებებით საუბარი, რომ გაკვეთილზე სიწყნარე იყოს;
ვასწავლეთ მეუღლეს საკლასო ოთახის რომელი კუთხიდან უყუროს
საინფორმაციოს ისე რომ კადრში არ მოხვდეს; ხანდახან,
შესვენებაზე ბუფეტშიც (სამზარეულო) კი ვახერხებთ შეკრებას ჭიქა ყავაზე
ან ჩაიზე; ერთადერთი ვისაც ვერ ვასწავლეთ, რომ გაკვეთილების დროს არ
უნდა გვიხმოს ეზოში სათამაშოდ, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი- მაქსია,
ამიტომ ჩვენს გაკვეთილებს ყოველთვის გასდევს ფონად მისი ყეფა.დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის და აღმოგვაჩენინებს კორონას ეპოქა. ეს პერიოდი კი იქცევა საუკეთესო გამოცდილებად ახალი ცხოვრების უკეთ დასაწყებად.
ფოტოზე დათა, ნინო და სალომე ლომიძეები მაქსისთან ერთად
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები