საუბარი მაქვს ქალაქის კულტურულ პრობლემებზე, რომელზეც, არასდროს, წინასაარჩევნო დაპირებაც არ მსმენია, ალბათ იმიტომ, რომ ამომრჩევლის მოსაზიდად მსუბუქი, არაეფექტური და მარკეტინგულად არამომგებიანი თემებია. მე ოცი წლის სტუდენტი ვარ, რომელიც ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც თითქმის არასდროს არაფერი ხდება. სხვადასხვა საშუალებებით, ასე თუ ისე, ნელ-ნელა ვითარდება მოსახლეობის კულტურული დონე და იზრდება, შესაბამისად, კულტურული მოთხოვნილებებიც. წელიწადში რამდენჯერმე ჩატარებული სავალდებულო ( ან სარეკლამო, წინასაარჩევნიო) კონცერტი და ყოველ საღამოს ნებისმიერ რესტორანში ‘’სამი დალიე’’-ს ადგილობრივი შესრულება ბუნებრივია, ვერ დააკმაყოფილებს ვერც მოსახლეობას ( არა მხოლოდ ახალგაზრდულ სპექტრს) და ვერც ასე პრიორიტრტულ ტურისტს.
ამიტომ ვთვლი, დიდი სურვილიც და აუცილებლობაცაა ქალაქში შეიქმნას დაწესებულება (ბარი, კლუბი), სადაც შესაძლებელი იქნება ცოცხალი გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა. ეს, თავის მხრივ, სტიმული იქნება ადგილობრივი მუსიკოსებისთვის, რომლებისთვისაც, არანაირი პერსპექტივა არ არსებობს ქალაქში. ამ ყველაფერთან ერთად, კომერციულად აქტიური ობიექტი, მცირედი, თუმცა დადებითი ეფექტი იქნებოდა ქალაქის ბიუჯეტისთვისაც.
ასევე მინდა შევეხო ბიბლიოთეკის თემასაც. მიუხედავად ტექნიკურად პროგრესული პერიოდისა, სადაც ვცხოვრობთ, ბიბლიოთეკა მაინც ინარჩუნებს კულტურული ( და არა მხოლოდ) განვითარებისთვის საჭირო ერთადერთ თუ აღარ, ერთ-ერთ როლს მაინც და ამის გათვალისწინებით,აღარ დავიწყებ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს დაკმაყოფილება თავის მომხმარებლის. სამწუხაროდ, ბიბლიოთეკაში დეფიციტია თანამედროვე ლიტერატურის, რომელზე მოთხოვნაც ყოველ დღე იზრდება. საუკეთესო შემთხვევაში, როგორც წესი, სასურველი ლიტერატურის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარია, რომელიც, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ადგილზე დაგხვდეს და უარეს შემთხვევაში, სასურველი წიგნი საერთოდ არ აღირიცხება ხოლმე ბიბლიოთეკაში. ვთვლი, რომ დიდი საჭიროებაა, ბიბლიოთეკა მომარაგდეს ახალი ლიტერატურით, ან საერთოდაც გაიხსნას ახალი ბიბლიოთეკა, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის. ნებისმიერ ვარიანტში, ბიბლიოთეკას უნდა გააჩნდეს საკმარისი რაოდენობის წიგნები, რომ შეძლოს მომხმარებლის დაკმაყოფილება.
აქვე აღვნიშნავ, რომ ბიბლიოთეკაში არსებული ნათარგმნი ლიტერატურა სავსეა საბჭოური ცენზურით. ვფიქრობ, უნდა მოხდეს ჩანაცვლება თანამედროვე თარგმანით ამ ლიტერატურისა, მაშინ როცა,თარგმანთან ერთად, წიგნების ფიზიკურ მდგომარეობაც გაცვეთილი და დრომოჭმულია. რა თქმა უნდა, რთულია ეს განხორციელდეს ერთ დღეში, მაგრამ ნლ-ნელა, ეტაპობრივად თუ დაიწყება და გაგრძელდება ეს პროექტი, არც ბიუჯეტისთვის იქნება მტკივნეული. გორის მაცხოვრებლის თითოეული ასაკის კატეგორიას ,თავისი დამახასიათებელი პრობლემები გააჩნია და მე შევეცადე მოკლედ მეთქვა ის, რაც უშუალოდ სპეციფიკაა ჩვენი, სტუდენტური ასაკის, თუმცა საყოველთაოც, ამ დროს.
თიკო გაზაშვილი, გორის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
მასალა მომზადებულია პროექტის “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","
სტატიის გამოყენების პირობები