რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის ეკლესიებში წირვა-ლოცვას სოფლის სამრევლოები ცალ-ცალკე დაესწრებიან
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებში, წირვა-ლოცვას სოფლის სამრევლოები ცალ-ცალკე დაესწრებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება არბოს წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარმა მრევლს სოციალური ქსელით შეატყობინა.

მამა გიორგი (კარელიძის) განცხადებით, მაგალითად, არბოს ეკლესიაში მომდევნო კვირას ზეთისცხება ოთხ დღეზე გადანაწილდება.

,,ამ საკითხზე დღეს მეუფესთან ერთად ვისაუბრე, 2 აპრილს ზეთისცხება იქნება საკათედრო ტაძარში. ყოველ შემთხვევაში ვგეგმავთ, თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მსახურებებზე დავესწროთ სოფლის სამრევლოების მიხედვით." - განაცხადა მამა გიორგიმ (კარელიძე).

მოძღვრის შეთავაზება ასეთია, რომ არბოს წმინდა გიორგის ეკლესიაში ოთხშაბათს მხოლოდ დიცის და ქორდის სამრევლო დაესწრება.

,,ვისაც ზიარება უნდა, აღსარება უნდა, მოვიდეს დიცისა და ქორდის სამრევლო. ისე დავლაგდებით, რომ არ გავხდით ნიშნის მოგებით ვინმეს სალაპარაკოდ. პარასკევს არბოსი და მერეთის სამრევლო დაესწრება, შაბათ დღეს იყოს კარბის, გუგუტიანთკარის და ზარდიანთკარის სამრევლოებისთვის ლიტურგია." - განაცხადა მოძღვარმა.

არბოს ეკლესიაში წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა.

,,ხვალინდელ დღესაც გავაკეთოთ ისე, რომ ტაძარში დისტანცირება მოხდეს. ადამიანები, განსაკუთრებით, ასაკიანები და ბავშვები, გავაკეთოთ ისე, რომ თავი შეიკავონ მოსვლაზე.... მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თხოვნაა, რომ გავაკეთოთ ასე, რომ თავი შევიკავოთ. ოთხივე წირვა არბოს ტაძარში იქნება" - აღნიშნა მოძღვარმა.

,,თუ კი ვინმეს ზიარება გვინდა, თუკი ვინმეს აღსარება გვინდა, არავინ დარჩებით ამის გარეშე. მარტოც წავიყვან მსახურებას, თუ სტიქაროსნები არ მოვლენ." - განაცხადა მამა გიორგიმ (კარელიძე).

28 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 90 მოქალაქე დაინფიცირდა. დაავადებულთა შორის გამოჯანმრთელებულია - 16; კარანტინის რეჟიმში -4534 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობას 276 ადამიანი გადის.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.