რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ესპანური კარანტინი - თეა ლონდარიძე ბარსელონადან
ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. რთულ სიტუაციაში იტალია და ესპანეთი აღმოჩნდა. ამ ქვეყნებში, დაავადებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით, ყველაზე მაღალია. 

ესპანური კარანტინის შესახებ Qartli.ge-ს ესაუბრა ბარსელონაში მცხოვრები თეა ლონდარიძე.

„ოთხი წელია რაც ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ვცხოვრობ. ჩემთვის საინტერესო ქვეყანაა. კარგი ბუნების ხალხი ცხოვრობს, კონტაქტურები არიან და ადვილად გამონახავ მათთან საერთო ენას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რაც ახლა, ამ ქვეყანაში ხდება.

ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის, დეკემბერში გახდა ცნობილი კორონავირუსის არსებობის შესახებ. ნამდვილად არ აღმიქვამს დიდ პრობლემად, თუმცა აქ მაშინვე პირბადეების, ხელთათმანებისა და ანტიბაქტერიული ხსნარების დეფიციტი შეიქმნა. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი აფთიაქებიდან გაქრა.“

,,სიტუაცია ყველაზე მეტად თებერვლის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც პირველი ინფიცირებულის არსებობა ოფიციალურად დადასტურდა. შემდეგ ძალიან სწაფად მოედო ვირუსი ქვეყანას.“

,,ხალხი არ ემორჩილებოდა ხელისუფლების რეკომენდაციებს, რომ თავი შეეკავებინათ ქუჩაში სიარულისაგან. ამიტომ 11 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, სრული კარანტინი გამოცხადდა. (რა თქმა უნდა ვინც კარანტინის წესებს არ დაემორჩილება დააჯარიმებენ ან დაიჭერენ) დაიკეტა ყველაფერი, საავადმყოფოების, პოლიციის, აფთიაქების, სუპერმარკეტების, სატელეკომუნიკაციო სამსახურებისა და ბანკების გარდა.“

,,გადაიდო ექიმთან ჩანიშნული ვიზიტები, პირადად მე დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემი ვიზიტი და ანალიზი ექიმთან, ანულირებული იყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია საავადმყოფოში მისვლა, ან სასწრაფოს გამოძახება, თუ გადაუდებელი შემთხვევაა.“


,,აფთიაქებში წამლები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, და ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რადგან საავადმყოფოში ვერ მიხვალ იმიტომ, რომ იქ სრული ქაოსია.“

,,გარეთ მხოლოდ პროდუქტის საყიდლად გავდივარ. ქუჩაში პოლიცია მაჩერებს, საბუთს ამოწმებს და მეკითხება სად მივდივარ. აუცილებლად ორმაგი პირბადე უნდა მეკეთოს და ხელთათმანი. ამასთან, ვცდილობ ზედმეტად არაფერს შევეხო.“

,,ესპანეთის მთავრობა მოუწოდებს ხალხს, რომ არ გაუღოს კარი არავის, რადგან დაავადებულები იპარებიან საავადმყოფოდან და სახლებში, ადამიანებს, გამიზნულად უვარდებიან. ქაოტური მდგომარეობა და შიში ბევრ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს“

რთულ სიტუაციაში არიან ქართველი ემიგრანტები. განსაკუთრებით ისინი ვინ ქვეყანაში უსაბუთოდ იმყოფება და არ აქვთ მუდმივი სამუშაო.

„იმ ემიგრანტებს, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და აქვთ რაიმე საბუთი აქ ცხოვრების, სახელმწიფო ურიგებს პირველადი მოხმარების ნივთებს, ასევე საკრედიტო ბარათებს, რითიც შეძლებენ საჭმლისა და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთების შეძენას.“

,,ყველაზე ცუდ სიტუაციაში, უსაბუთო ემიგრანტები არიან, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ. ბედის ანაბარა არიან დარჩენილები. ელოდებიან სამშობლოში დაბრუნებას თუმცა ფრენებიც გაუქმებულია და ვერც ამას ახერხებენ.“

,,ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთი ასეთ ფატალურ შედეგებს მიიღებდა. როცა მეკითხებოდნენ, რას აკეთებს ქვეყანა COVID-19 თან საბრძოლველადო, ვპასუხობდი, რომ ალბათ არ იქნება საგანგაშო მდგომარეობა, თორემ ასეთი მაგარი ქვეყანა ასე უმოქმედოდ ხომ არ იქნება მეთქი. ფაქტია, რომ ყოფილა, და შედეგებსაც ეტყობა.“

,,კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია დატრიალდა ამ ქაოსში. ესპანეთის ერთერთი მოხუცთა თავშესაფარი პერსონალმა დატოვა, მოხუცები მიატოვეს. იქ მისულ პოლიციას მოხუცები გარდაცვლილი დახვდა. პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის თანამშრომელი, ვინც ეს გააკეთა.“

,,ქვეყანა პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა. მეტიც, აკრძალვები მანამდე არ დააწესეს სანამ სახელმწიფო მოხელეები არ დაინფიცირდნენ. ხალხი დღესაც არ იცავს წესებს, არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს. შედეგიც სახეზეა 95,923 ინფიცირებული და 8,464 გარდაცვლილი.  ყველას მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, თქვენ არ დაუშვათ ის, რაც ესპანელმა ხალხმა დაუშვა.“
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.