რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი COVID 19-ის არსებობაზე
აავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ე.წ. პროტოკოლი, რომლის მიხედვით, სამედიცინო პერსონალს, COVID-19–ის არსებობაზე ე.წ. კლინიკური ეჭვის მიტანა შეუძლია.

კლინიკური ეჭვის მიტანა COVID-19–ის არსებობაზე უპირველესად აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

(ა) ახლად აღმოცენებული ცხელება და/ან სასუნთქი სისტემის (რესპირაციული) სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი);

(ბ) ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება, რომლის მიზეზი გაურკვეველია.



COVID-19–ის არსებობის ალბათობა იზრდება, თუ ზემოთ აღწერილი პაციენტები:

ა) ცხოვრობენ ან მოგზაურობდნენ გასული 14 დღის განმავლობაში იმ ადგილებში (ქვეყანა, რეგიონი, რაიონი, დასახლებული პუნქტი), სადაც SARSCoV-2 ინფექციის შიდა გავრცელებაა აღწერილი; ან

ბ) ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე ან დაინფიცირებულ სეკრეტებთან პირდაპირი კონტაქტს პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე.

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები


ცხელება (ხშირი) შემთხვევათა სერიების ანალიზით გამოვლინდა პაციენტების 83-98%-ში.  ერთერთი შემთხვევათა სერიის მიხედვით, კლინიკაში მომართვისას, 44%-ში პაციენტებს აღენიშნებოდა ცხელება, თუმცა, 89% შემთხვევაში ეს სიმპტომი ჰოსპიტალიზაციის შემდგომ ვითარდებოდა.

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ცხელების სუბიქტური განცდა ან გაზომვით დადგენილი ცხელება და/ან ჟრჟოლის/შემცივნების შეგრძნება. ბავშვებს და ხანდაზმულ პაციენტებს, შესაძლებელია, საერთოდ არ ჰქონდეთ ცხელება.
ცხელების მიმდინარეობა ჯერ სრულად არ არის დადგენილი.

ხველა (ხშირი) - 59-82%-ში, ხველა, როგორც წესი, მშრალია.

ქოშინი (ხშირი) - 18-55%-ში; დროის მედიანა სიმპტომების დაწყებიდან ქოშინის განვითარებამდე 5-დან 8 დღემდეა.

სხვა ნიშნები


დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) - 38-69%-ში.

მიალგია (ხშირი) - 11-44%-ში. (კუნთის ტკივილი).

ანორექსია (მადის დაქვეითება) (ხშირი) - 40%-ში.

ნახველის გამოყოფა (ხშირი)
- 26-33%-ში.

ყელის ტკივილი (ხშირი) - 5-17%-ს; ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე.

დაბნეულობა (იშვიათი) - 9%-ში.

თავბრუსხვევა (იშვიათი) - 9%-ში.

თავის ტკივილი (იშვიათი) - 6-14%-ში.

ჰემოპტიზი (იშვიათი) - 1-5%-ში.

ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) - 4-5%-ში.

ტკივილ გულმკერდის არეში (იშვიათი) - 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო.

გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) - 1-10%-ში.

კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) - <1%-ში.დიაგნოზი

ბრონქული სუნთქვა (იშვიათი)
- შესაძლოა ასახავდეს პნევმონიის არსებობას.

ტაქიპნოე (იშვიათი) - შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის მწვავე დარღვევით ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა (ანოსმია და აგევზია) - ბოლო დროს დაგროვილი კლინიკური გამოცდილებით ეს სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა წინაც კი უსწრებდეს ხველისა და ცხელების განვითარებას
.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.