რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სოფელ რუისში 80-მდე პირი თვითიზოლაციაშია - დაინფიცირებულ სპორტსმენის ძმასთან კონტაქტის გამო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ
რუისში 80-მდე პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენია, რომლის
ძმასთან კონტაქტი რუისის ოთხ მოქალაქეს ჰქონდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში 7 ადამიანის ნიმუში გაგზავნეს, რომელთაგან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა. სულ რეგიონიდან 28 ნიმუშია გაგზავნილი.
ცენტრის რეგიონის წარმომადგენელი, ეკა ქორჩაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რუისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობას უწევენ, უტარებენ თერმოსკრინინგს.
რუისი ყველაზე დიდი სოფელია შიდა ქართლში და მისი მოსახლეობა 5 ათასს აღწევს.
,,შიდა ქართლში პანიკის საფუძველი არ არსებობს." - აცხადებს ქორჩაშვილი.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენს, ის ლევან ღვინჯილიაა და მოგზაურობის ისტორია აქვს. მან სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
"28-29 მარტს გავჩერდი ჩემი მეგობრის ოჯახში, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში, ვისთანაც 20 მარტს მჭიდრო კონტაქტი მქონდა თბილისსში. ვიყავი ზუგდიდში ერთ ოჯახში 1 საათით და ვიყავი წალენჯიხის რაიონის ასევე დაგაინტერესებთ კიდევ ერთ სოფელში საფლავზე, სადაც ჩემს დანახვაზე მეზობელმა შემიპატიჟა სახლში. საერთო ჯამში კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან. აქედან მჭიდრო კონტაქტი 4 ადამიანთან. ვიცავდი მაქსიმალურად დისტანციას და ვერიდებოდი ახლო კონტაქტს ყველასთან. არ ვყოფილვარ ჩხოროწყუს რაიონში გავლითაც. არ ვარ რუსეთის მოქალაქე და საერთოდ, ცხოვრებაში ნამყოფი არ ვარ იქ. არ გადმოვსულვარ აფხაზეთიდან. არ მაქვს მოგზაურობის ისტორია საერთოდ. ვერც წარმომედგინა, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ გამაჩნდა არანაირი სიმპტომი საერთოდ. თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს, 31 მარტს მეგობარმა დამირეკა, რომელთანაც კავშირი მქონდა 16 მარტს და მითხრა, რომ იმყოფება საავადმყოფოში და ელოდება ტესტის პასუხს. 1 აპრილს დაუდგინდა კორონავირუსი. მე ეგრევე დავრეკე კონტაქტებთან და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში. 3 აპრილს მეც დამიდგინდა კოვიდ-19." - აცხადებს სპორტსმენი.
დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 208 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 პირია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები