რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მონატრება მადრიდიდან
ვერიკო მოსიაშვილი 1 წელზე მეტია რაც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში მუშაობს და ცხოვრობს. ბავშვობიდან ქონდა სურვილი ესპანეთში ეცხოვრა. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო და ესპანეთში განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, თვეზე მეტია კარანტინშია და აღარ მუშაობს.

ფიქრობს 83-წლის მაყვალა ბებოზე, რომელიც სოფელ მეღვრეკისში ცხოვრობს. ,,მანდ ჩამოსულს რომ აღარ დამხვდეს, თავს ვერ ვაპატიებ" - ამბობს ვერიკო. მეღვრეკისში ომის დროს გადატანილ ისტორიებს, რომელსაც ვერიკო იხსენებს, სტატიის ბოლოში მოგიყვებით.

რაც შეეხება ესპანეთს, ვერიკო კარანტინში ყოფნის დროს წიგნების კითხვით, ფილმების ყურებით, მუსიკის მოსმენით და ვარჯიშით არის დაკავებული. სამშობლოში დაბრუნებას ჯერ არ ფიქრობს, ელოდება სიტუაციის გაუმჯობესებას.

მისი აზრით, საქართველო კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემებს სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კარგად უმკლავდება.

კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა, სადაც ვერიკო ცხოვრობს, ყოველ საღამოს 20:00 იკრიბებიან აივნებზე და ექიმებს ტაშს უკრავენ. მისი აზრით ესპანელები ძალიან უშუალო და მხიარული ხალხია.

,,ძალიან მიყვარს ესპანეთი, ბავშვობაში ვოცნებობდი აქ ცხოვრებაზე. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მადრიდში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო ესპანეთში ძალიან მციმე მდგომარეობაა, რაც გამოიწვია სახელმწიფოს მხრიდან არადროულმა რეაგირებამ, გვიან მოხდა საზღვრების ჩაკეტვა და კარანიტის გამოცხდება. რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე დაიღუპა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო მოსახლეობის დაუმორჩილებლობამაც. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა ასე ჯანსაღად შეხვდა ამ პრობლემას. სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ ჩემმა ქვეყანამ უკეთ იზრუნა თავის მოსახლეობაზე. მესმის, რომ მოწოდებამ დავრჩეთ სახლში გამოიწვია ისეთი პრობლემები, როგორიც არის უმუშევრობა, მაგრამ ეტაპზე მხოლოდ ასე შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ვირუსი."


,,მე პირადად 13 მარტის შემდეგ უმუშევარი ვარ და სახლიდანაც არ გავსულვარ. დღეები წიგნის კითხვაში, მუსიკის მოსმენაში, ფილმების ყურებაში და ვარჯიშში გამყავს. კარანტინის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ კორპუსს, სადაც მე ვცხოვრობ კიბეს 58 საფეხური აქვს, რომელსაც ყოველ დილით ვითვლი ვარჯოშის დროს. ვარჯიშობ, რომ უძრაობისგან კუნთები არ მოდუნდეს. ხანდახან აივანზე ვცეკვავ, ესპანელი ბებოები ტაშს მიკრავენ ხოლმე. ჩემ კორპუსში მცხოვრები ადამიანები, ყოველ საღამოს 08:00 ექიმებს ტაშს უკრავენ მადლიერების ნიშნად. საქართველოშიც რომ არ იყოს ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც ესპანეთშია, გთხოვთ, რომ დარჩეთ სახლში. მალე გავა ნაცრისფერი დღეები და ისევ ფერადი დღეები დადგება", - აღნიშნა ვერიკო მოსიაშვილმა.

ვერიკო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისიდან არის. ძალიან უყვარს თავისი სოფელი და ბევრი კარგი მოსაგონარი ამბები აქვს გასახსენებელი. ესპანეთში ყოფნის დროს, განსაკუთრებით ენატრება მაყვალა ბაბო, რომელსაც წელს 83 წელი შეუსრულდა. მისთვის მძიმე გასახსენებელია 2008 წლის აგვისტოს ომი და იძულებით წამოსვლა სოფლიდან.

,,2008 წელის აგვისტოს ომი სამუდაოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. მაშინ 14 წლის ვიყავი. 7 აგვისტოს მამამ გადაწყვიტა სოფლიდან გამოვეყვანეთ მე, ჩემი და-ძმა და დედა, ნათესავთან სოფელ სკრაში წავეყვანეთ, წაგვიყვანა კიდევაც, თვითონ უკან აპირებდა მეღვრეკისში დაბრუნებას, გადავწყვიტე მეც გამოვყოლოდი. არ მინდოდა მამის მარტო გაშვება და თან ბებოს და პაპას ნერვიულობა გამომყვა, რომლებიც სოფელში დარჩნენ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ამით უფრო დიდ პრობლემას ვუქმნიდი ჩემებს."

,,წამოვედით, ვხედავდი, როგორ მიდიოდა ცხინვალისკენ მძიმე ტექნიკა, ამის მიუხედავად მაინც არ მეშინოდა. იმ საღამოს საშინელი სიმშვიდე იყო, მეორე სართულზე მეძინა, როცა სახლმა ზანზარი დაიწყო, მამაჩემის ყვირილი მომესმა, მეძახდა დაბლა ჩამოდიო..."

,,ის ღამე მეზობლის სარდაფში გავათიე, ის ღამე და შემდეგი ღამეებიც. სოფელში ჩემი ასაკის ბავშვებიდან მხოლოდ მე და ჩემი კლასელი ბიჭი ვიყავით დარჩენილები. 11 აგვისტოს მეზობელმა თქვა, რომ კაზაკები მოდიანო და სასწრაფოდ უნდა გავსულიყავით ყველანი სოფლიდან, რადგან უკვე ძალიან საშიში იყო იქ ყოფნა."

,, მახსოვს როგორ ავედი სახლში ფოტოების წამოსაღებად, როგორ ვემშვიდობებოდი სახლს, ჩემს საწოლს, როგორ დავიჩოქე ხატების წინ და ვთხოვე, ისევ მალე დავებრუნებინე უფალს ჩემს სახლში. სოფელში მხოლოდ ერთი მარშუტკა იყო, რომელშიც მთელი სამეზობლო იყო ასული, მე და ჩემი ბაბო ავედით მარშუტკაში, პაპაც მოდიოდა, მაგრამ ადგილი აღარ იყო და დარჩა. ყველაზე მძიმე კადრი იყო ეს მომენტი ჩემს სიცოცხლეში, როცა პაპა უკან ჩავიდა მარშუტკიდან. არ ვიცი რამდენად დასაჯერებელია, მაგრამ დღემდე კოშმარად ვხედავ სიზმარში პაპას უკან გადადგმულ ნაბიჯს."

,,ხომ არსებობს სიტუაციები, რაც დაღს ასვამს მთელი ცხოვრება ადამიანს? ჩემი ბავშვობის დაღია სწორედ ეს მომენტი. პაპა გადარჩა, თუმცა ომის მერე წნევამ დაარტყა ნერიულობაზე და დაიღუპა. ახლა ერთადერთი სადარდებელი მაქვს, ჩემი მაყვალა ბაბო, მანდ ჩამოსულს რომ აღარ დამხვდეს, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს",- გვითხრა ვერიკომ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.