- Error
რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ვის არ ეხება შეზღუდვები თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს
"დღეს 21:00-დან აიკრძალება ამ
ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს
გამონაკლისები. ამ მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს,
რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის
განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ
მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ
პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში", –
განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის
შემდეგ.
ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა იმ გამონაკლისებზე, რომელიც იქნება გათვალისწინებული:
"შეზღუდვები არ შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს – სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე; ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და ასევე სხვა ფასეულობების ინკასაციას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოწოდების მიზნით აუცილებელ გადაადგილებას; ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურეობის მოწოდების მიზნით გადაადგილებას; სარკინიგზო მოწოდების მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან; ასევე ჟურნალისტების საქმიანობას და მათი განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების მიზნით მომსახურებას და აქ იგულისხმება მიცვალებულთა გადასვენება ან დაკრძალვა; ასევე ჰუმანიტარული მიზნებისათვის საერთაშორისო მისიების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს; ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებულ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად", – აღნიშნა მან.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებისმიერი გადაადგილებისას, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები