რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
განსხვავებული სააღდგომო მოწოდებები შიდა ქართლის ეპარქიების მღვდელმთავრებისგან
შიდა ქართლის ხუთ ეპარქიაში, ქრისტეს აღდგომის ღამისთევაზე
დასასწრებად, მრევლი მხოლოდ რუისის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე
იობმა მოიხმო. დანარჩენებმა აღნიშნეს, რომ დასწრება მხოლოდ მათ
ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
ეს განცხადებები უკავშირდება კორონავირუსის ეპიდემიას, რომელიც საქართველოში უკვე გავრცელებულია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მრევლს ურჩევენ, რომ დღესასწაულებს სახლში შეხვდნენ, რადგან თავიდან იქნება აცილებული ვირუსის ფართო გავრცელება.
რუისისა და ურბნისის მღვდელმთავარმა დღეს, რუისის ფერისცვალების ტაძარში განაცხადა, რომ ვინც აღდგომას ეკლესიაში არ დაესწრება, ის მცირედმორწმუნეა:
,,ზოგიერთ სასულიერო პირს არ ახსოვს ღვთის სასჯელი, თუ რის გამო ეძლეოდათ ერებს, ბერებს ღვთის სასჯელი, როცა გადაუხვევდნენ სარწმუნოებას, როცა ცოდვა მრავლდებოდა. ნებისმიერი სასჯელი ღვთისაგან წამოსული არის ჩვენი ჭკუის სასწავლებლად; რომ ჩვენ გამოვფხიზლდეთ. მადლობა უფალს საქართველოში კორონავირუსით ბევრი არაა გარდაცვლილი, მაგრამ ბევრს ჭკუა ასწავლა. ბევრს დააფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება არის, რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში, რატომ არ ამბობენ, არ წახვიდეთ კარფურში? სავაჭრო ცენტრებში, მარტო ეკლესიაზეა გამახვილებული მთელი ყურადღება. არა და, აქ ეს ღვთის სახლია, აქ ადამიანი ინკურნება. ნახეთ დღეს რა შეფასებებს აკეთებენ. ფანატიკოსებს გვეძახიან, თვით სასულიერო პირებიც. ფანატიზმი კი არაა, ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. " - განაცხადა მეუფე იობმა დღეს რუისში.
ხაშურის ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი სვიმეონი მრევლს მოუწოდებს, რომ მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები:
,, მრევლი, რომელნიც მსახურებაზე მობრძანდებით, გეძლევათ ლოცვა- კურთხევა, გაითვალისწინოთ შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ტრადიციისამებრ, ჯანდაცვის უწყებათა რეკომენდაციების გათვალისწინებით!" - აღნიშნულია სვიმეონის განცხადებაში.
ატენისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ერთ-ერთია იმ ეპისკოპოსებს შორის, რომელიც მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა მრევლი დარწმუნებინა, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას:
,,კომენდანტის საათი მოქმედებს და არ იცვლება არც აღდგომის ღამეს, ამიტომ მრევლი შეიკრიბება ტაძარში უფრო ადრე. ტაძრის ეზო არის ყვავილებით მოხატული, დანიშნული ადგილებია. ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება. თავისთავად ეხება ეს მოხუცებსაც და ბავშვებსაც, დიახ, მე ამას მოვუწოდებ. რადგან ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა." - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ისაია ამბობს, რომ ზიარების შემდეგ მოქალაქეებისთვის უმჯობესია ორი კვირით თვითიზოლაციაში იყვნენ:
"ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვითიზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი - ღირს ეს ზიარებად. ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან. " - აღნიშნა მეუფე ისაიამ.
რაც შეეხება სამთავისისა და კასპის ეპარქიის წინამძღვარს, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ საპატრიარქოს განცხადების მიხედვით იმოქმედებენ:
რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს. კერძოდ:
- მრევლი მივა ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და დატოვებს ეკლესიას 06:00 საათის შემდეგ.
- გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა - რისკჯგუფში შემავალი ხალხი, ასევე ისინი, ვინც ოჯახში რისკჯგუფებში შემავალ ადამიანთან ერთად ცხოვრობს, დარჩეს სახლში.
- დიდ ტაძრებში მრევლი დადგება 2–მეტრიანი დისტანციის დაცვით, პატარა ტაძრებში მრევლი დადგება გარეთ და შიგნით მხოლოდ სასულიერო პირები დარჩებიან,
- ტაძრებში, სადაც არის ამის საშუალება, წირვა დილითაც გაიმართება, რათა მრევლი გადანაწილდეს.
- სასურველია რომ არ გაიმართოს სააღდგომო სადღესასწაულო ტრაპეზები.
- დაუშვებელია აღდგომას და მომდევნო დღეებში საფლავებზე გასვლა. ამ მხრივ მრევლი დაემორჩილოს სახელმწიფო რეგულაციებს.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები