რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ჯიოევი უკმაყოფილოა იმ აჟიოტაჟით, რაც სოფელ ტახტისძირის სიახლოვეს ახალი ღობეების მონტაჟს მოყვა
საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ არ დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა. მსოფლიოში ამ რთულ დროსაც კი, ხელიდან არ უშვებენ "შესაძლებლობას", რომ მიიპყრონ ყურადღება და კიდევ ერთხელ დაადანაშაულონ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის რესპუბლიკა, - აცხადებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი, პოსტ-კონფლიქტის მოგვარების საკითხში მურატ ჯიოევი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უმიზეზოდ ატეხა სკანდალი მის გამო, რომ ოკუპირებულ სოფელ გვირიგვინას (ხუმტა) სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. გვირგვინა ემიჯნება ტახტისძირს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

,, ეს სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნები, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესახებ, აცნობებს. ის გადის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ძალების მიერ კეთდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარე პერიოდში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, რათა თავიდან აიცილონ სახელმწიფო საზღვრის უნებლიე დარღვევა. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთის მხარემ ცხელი ხაზის მეშვეობით წინასწარ აცნობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ასეთი სამუშაოები განხორციელდებოდა." - აღნიშნავს ჯიოევი.

ჯიოევი წუხს ასევე ჟენევის დისკუსიის თანათავმდჯომარეების რეაქციაზე:

,,ამავე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის მხარე გამუდმებით სთავაზობს ქართულ მხარეს, რომ დაიწყონ ერთობლივი სამუშაოები საზღვრის დელიმიტაციაზე. იმის გამო, რომ ქართული მხარე არ მიდის ასეთ სამუშაოზე, სამხრეთ ოსეთი ცალმხრივად ახორციელებს მუშაობას, ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. იქ, სადაც არის სასაზღვრო ნიშნები, საზღვრის დარღვევა პრაქტიკულად არ ხდება. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ორივე მხარის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისთვისაა. იქ, სადაც საზღვრის დადგენა არ არის, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებაა. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის სოფელ ქალეთისა და ქართული სოფლების ჭვრინისის მოსახლეობა ერთმანეთში მუდმივად პირუტყვის გამო კამათობენ." - აცხადებს ჯიოევი.

"ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება"-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

"საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის საუბედუროდ სიახლე, მაგრამ აი ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს. ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე, იქ იმყოფებიან რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება. ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ მოხდეს აი ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი - შეკავება, იმიტომ რომ ეს ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.