რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი'' პანდემიის პირობებში უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს
7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პროექტის „ადამიანის
უფლებათა მონიტორინგი და ადვოკატირება პანდემიის შემდეგ“ გასვლითი
ვიზიტები გამართა შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. პროექტის
იურისტები აღნიშნულ რეგიონებში შეხვდნენ ადგილობრივ მოქალაქეებს და
გაესაუბრნენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უფასო იურიდიული
დახმარების თემებზე. 7 ოქტომბერს, ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული
ოფისის იურისტი მოქალაქეებს შეხვდა ქალაქ ხაშურში და დაბა
სურამში.
შეხვედრების დროს, ცენტრის წარმომადგენლებმა დაარიგეს პროექტის ფარგლებში მომზადებული ბროშურები, სადაც მითითებულია პროექტის იურისტებისა და ორგანიზაციის ოფისების საკონტაქტო ტელეფონები. ადგილზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა გასცეს 26 იურიდიული კონსულტაცია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი და სამეგრელო.
პროექტი 2020 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები