რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსით ,,მინისტრთა კაბინეტის" ხელმძღვანელი დაინფიცირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის
25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდი დაუდასტურდა ,,რესპუბლიკის''
მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს გენადი
ბეკოევსაც. გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის
პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა,
ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნეს თხოვნა იმის შესახებ, რომ ,,რესპუბლიკას'' 150 ადამიანზე გათვლილი სამხედრო საველე საავადმყოფო გამოუყონ.
ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დღეისათვის 47 პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 35 პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოში. დანარჩენები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.
მიმდინარე წლის აპრილიდან სამხრეთ ოსეთის PCR ლაბორატორიაში COVID-19– ზე 6 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.
დე-ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსის და სეზონური SARS – ის და გრიპის შემთხვევების გამო, ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები