რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღეს ალექსანდრე ფრონელის დაბადების დღეა
დღეს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წეარმომადგენლის, ალექსანდრე ფრონელის დაბადების დღეა. მისი ნამდვილი გვარი იყო ყიფშიძე.

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფსევდონიმი ფრონელი) 1862 წელს დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ წვერში, ღარიბი მღვდლის ოჯახში.

გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1882 წლის აპრილში სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს მიეცათ უფლება, სწავლა განეგრძოთ საერო უმაღლეს სასწავლებლებში. ყიფშიძემ ატესტატის მისაღებად გამოცდები გაიარა თბილისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და 1884 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1888 წელს. როგორც გიმნაზიის კურსდამთავრებულს, დაენიშნა 25 მანეთი თვიური სტიპენდია იმ პირობით, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ განათლების უწყებაში დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ 1888 წელს სამშობლოში დაბრუნებულ ყიფშიძეს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა იანოვსკიმ არ მისცა მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება.

ყიფშიძე იძულებული გახდა, მოეძებნა სახელმწიფო სამსახური. მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში და სხვ. ყიფშიძემ სამწერლო საქმიანობა ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს დაიწყო, აქვეყნებდა კორესპონდენციებს გაზეთ „დროებაში“. 1884 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა საყმაწვილო ჟურნალ „ნობათში“. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული სისტემატურად თანამშრომლობდა გამოცემებთან „ცნობის ფურცელი“, „მეგობარი“, „საქართველო“, „მოამბე“, „ერი“. 1889 წლიდან გახდა „ივერიას“ მუდმივი თანამშრომელი. იყო ჟურნალ „კლდისა“ და გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი.

1900-1905 წლებში მუშაობდა ახალციხეში მომრიგებელ მოსამართლედ. 1905-1907 რევოლუციის დროს ქართული საზოგადოების მხარდაჭერით დაინიშნა ქუთაისის გუბერნატორის, სტაროსელსკის მოადგილედ. სტაროსელსკიც და ყიფშიძეც ფარულად თანაუგრძნობდნენ რევოლუციურ მოძრაობას, ამიტომ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მალე გენერალმა ალიხანოვ-ავარკიმ მოხსნა და დააპატიმრა. სტაროსელსკი პეტერბურგში გაუშვეს, ხოლო ყიფშიძე მეტეხის ციხეში ჩასვეს. საჯარო სამსახურიდან ყიფშიძე უპენსიოდ და უმუნდიროდ დაითხოვეს.

1907 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მდივნად. ის დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისათვის. იყო გაზეთ „საქართველოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. ყიფშიძე იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს. ყიფშიძე ერთი პირველთაგანი იკვლევდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქართველი ხალხის ანტიკოლონიალურ და ანტიფეოდალური ბრძოლის ისტორიას. ყიფშიძის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია ცალკეული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების საერთო ისტორიის ფონზე განხილვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „მთიულეთი 1804 წ." (ტფილისი, 1896), „ამბოხება კახეთისა (1812)" (ტფილისი, 1907), „დიდებული მესხეთი" (გორი, 1914), „მთის არწივი, შამილი" (ტფილისი, 1914) და სხვ.

ხანგრძლივმა და დაუღალავმა შრომამ ალექსანდრე ყიფშიძის ჯანმრთელობა შეარყია და იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1916 წლის 29 ივნისს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.