რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რას ეძებს პროკურატურა გორის მუნიციპალიტეტში

 

საანგარიშო პერიოდში, 2012 წელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო ზვიად ხმალაძე (2012 წლის 21 დეკემბრამდე), ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი (2012 წლის ნოემბრამდე); რაც შეეხება 2013 წელს - საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელი - პაპუნა კობერიძე გახდა.

 

საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების დაუსრულებლობის გამო, ასიგნებების აუთვისებლობამ განაპირობა, რის გამოც მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ დადგენილ პერიოდში ვერ მიიღო ბიუჯეტით განსაზღვრული მატერიალური სიკეთე - წერია ანგარიშში.

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს (ანუ საკრებულოს - რედ), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის შეუსრულებლობისთვის არ განუხილავს აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის - რედ) პასუხისმგებლობის საკითხი და არ მოუხდენია, ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, ანგარიშის შეფასება. ეს უნდა მომხდარიყო 2013 წლის 11 მარტს ჩატარებულ სხდომაზე, როდესაც 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებმა მოისმინეს.

 

 

,,შრომის ანაზღაურება"

 

2012 წლის 30 ნოემბრის 2 დადგენილებით, რომელიც მაშინდელმა საკრებულომ (თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე - რედ) დაამტკიცა, გაიზარდა საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლების სარგოები. სარგოების გაზრდას საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2012 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებულება დაედო. აუდიტის ცნობით, საკრებულოს დადგენილებს უკუქმედების ძალა მიეცა და მისი მოქმედება 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც გავრცელდა. ხელფასების ზრდის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრები არ შეუცვლია და არ დაუმტკიცებია. ფაქტობრივად, გაზრდილი ხელფასების სხვაობა 2013 წლის იანვარში გაიცა. სულ ხელფასის სხვაობის სახით გაცემულმა თანხამ 166 ათას 700 ლარი შეადგინა.

 

,,მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება ხელფასების გაზრდის შესახებ, თანაც უკუქმედების ძალით, მიიღო იმ პირობებში, როცა ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებები ასახული არ იყო და არც საჭირო თავისუფალი ნაშთი გააჩნდა. აღნიშნული ქმედებით მუნიციპალიტეტმა ფინანსური ვალდებულება ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ზევით აიღო, რაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, დაუშვებელია" - წერს სახელმწიფო აუდიტი.

 

2012-2013 წლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ მხარჯავ დაწესებულებებს შეეძლოთ გაეზარდათ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ,,შრომის ანაზღაურების" მუხლით დამტკიცებული ასიგნებები, არა უმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

 

საანგარიშო პერიოდში დამტკიცებული ბიუჯეტით, შრომის ანაზღაურების ჯამური მუხლი, გორის მუნიციპალიტეტისთვის, 4 მლნ 972 800 ლარს შეადგენდა, რაც დაზუსტებული ბიუჯეტით გაიზარდა 874 ათას 400 ლარით. ბიუჯეტის წლიური შესრულების შესაბამისად გაცემულმა ხელფასმა 5 მლნ 836 ათასი ლარი შეადგინა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ხელფასის ფონდი შეეძლო გაეზარდა 4 მლნ 972 800 ლარის 1/12-ით, მაგრამ ნაცვლად დასაშვები 414 ათას 400 ლარისა, ფონდი გაზრდილია 863 ათას 200 ლარით, ანუ ,,კანონით დაშვებულ ნორმაზე 448 ათას 800 ლარით მეტი თანხისა" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი.

 

,,დეპუტატების ხარჯები"

 

საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ იღებენ სახელფასო ანაზღაურებას, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, ამომრჩეველთან შესახვედრად, განსახილველ საკითხებშ მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საანგარიშო პერიოდში გაცემულია 244 800 ლარი, რაც ჩამოწერილია ხარჯებში. მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება (2013 წლის 10 მაისი) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ. დადგენილებით განსაზღვრულია ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, თუმცა ნუსხა არასრულყოფილია.

 

პრემიები

 

2012 წელს გორის მუნიციპალიტეტში პრემიის სახით 621 ათას 800 ლარია გაცემული, ხოლო 2013 წელს - 772 200 ლარი, რაც ,,შრომის ანაზღაურების" მუხლით გაცემული თანხის შესაბამისად, 37,3% და 27,8%-ს შეადგენს. პრემირების წესი მუნიციპალიტეტს განსაზღვრული არ ჰქონდა.

 

2012 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თვითმმართველი ერთეულის მაღალი თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს, თავმჯდომარის მოადგილეს თემურ ხაჩიურს, გამგებელს დავით ხმიადაშვილს, გამგებლის მოადგილეს - დავით დადიანს - რედ) პრემია მიღებული აქვთ ყოველთვიურად. 2013 წელს გაცემულია 150 ათას 400 ლარით მეტი საპრემიო თანხა, ვიდრე 2012 წელს. 2013 წელ მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემიის სახით გაცემულია 15 ათას 700 ლარი, თუმცა ამ კატეგორიის თანამშრომელთა ანაზღაურების საბიუჯეტო მუხლი პრემირებას არ ითვალისწინებს.

 

კვების ხარჯები

 

2012-2013 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია 160 ათას 700 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი. აქედან

2012 წელს - 128 300 ლარი

2013 წელს - 32 400 ლარი.

 

,,სხვა ქვეყნების დელეგაციების ოფიციალური მიღებების გარდა, მნიშვნელოვანი თანხებია დახარჯული სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისთვის. მუნიციპალიტეტის წინაშე მდგომი პრობლემებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გათვალისწინებით, გაწეულია არაგონივრულად მაღალი დანახარჯი, რომლის გამოყენება სხვა მიმართულებით შეიძლება" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი.

 

საარჩევნო ფული

 

საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბერი, ამავე წლის, 1 აგვისტოს დანიშნა. რითაც შეიზღდუა პროექტებისა და საბიუჯეტო პროგრამების ცვლილებები. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 10 აგვისტოს საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში  პროექტების დაფინანსება 2 მლნ 742 400 ლარით გაზარდა.

 

გარდა ამისა, 2012 წლის 31 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარემ (ზვიად ხმალაძემ - რედ) მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 900 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნული ბრძანება ვერ ჩაითვლება ბიუჯეტის კანონმდებლობით დაშვებულ ცვლილებად, რადგან ამისათვის საკრებულოს თავმჯდომარეს ზვიად ხმალაძეს არ ჰქონდა საკრებულოს დადგენილება.

 

2012 წლის 20 აგვისტოს დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმით, შესაბამისი დანაყოფის ღირებულება 970 ათასი ლარით გაიზარდა. შესყიდვების გეგმა ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებების გარეშე დამტკიცდა.

 

სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ცვლილებების პარალელურად, 2012 წლის 3 სექტემბერს შპს ,,იბოლიასთან" გაფორმდა ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 750 ათას 200 ლარი. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ქუჩებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ქალაქ გორში წერეთლისა და ჯუღაშვილის ქუჩებზე.

 

,,აღნიშნული პერიოდისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე დანიშნული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი - 1-ლი ოქტომბერი. გამომდინარე აქედან დარღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსი" - წერს სახელმწიფო აუდიტი.

 

ბიუჯეტის შედგენა-შესრულება


მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის პროექტის შედგენის, ბიუჯეტის შესრულებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გაწეული საქმიანობა, რიგ შემთხვევებში, არ შეესაბამება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ:

 

- მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ წარმოადგინა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი 2012-2013 წლის პრიორიტეტების შესაბამისი დოკუმენტების მომზადების შესახებ. ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს ვწერდით. იქ. აქ:

 

- მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მხარჯავ დაწესებულებებში არ გაუგზავნია და შესაბამისად არ მიუღია საბიუჯეტო განაცხადის ფორმები, ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში ისე ჩაიდო და დამტკიცდა სუბსიდიის მაჩვენებლი, რომ დადგენილი არ იყო მხარჯავი დაწესებულებების საშტატო განრიგი და მათი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა.

 

- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების საფუძველია გამგეობის მიერ საკრებულოში წარდგენილი განმარტებითი ბარათი, რომელიც არ შეიცავს საჭირო დასაბუთებას გამგეობის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების შესახებ და მასში მხოლოდ საბიუჯეტო თანხების მოძრაობაა აღწერილი.

 

გაგრძელება იქნება

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.