პირველადი ვერსიით, მანქანის ჩამორთმევის შემდეგ, მამაკაცმა ფეხით გააგრძელა გზა. როდესაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი გამვლელის შეტყობინების საფუძველზე, მივიდნენ, მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს.
ფაქტი 2015 წლის 11 მარტს დილის საათებში მოხდა.
,,ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზების თაობაზე შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს" - გვაცნობეს პრესსამსახურიდან.
პრესსამსახურის თქმით, მოქალაქე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ტირძნისიდან ტყვიავამდე მიდიოდა. მას მანქანის მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა. პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს.
,,ამის შემდეგ მოქალაქემ ფეხით გააგრძელა გზა. მოგვიანებით ერთ-ერთმა გამვლელმა ის ხიდის ქვეშ შეამჩნია და პოლიციას შეატყობინა" - აღნიშნავს პრესსამსახური.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დააზუსტა, რომ საუბარია ტირძნისსა და ტყვიავს შორის არსებულ ხიდზე.

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.


სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია





სტატიის გამოყენების პირობები