დები, ძმები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მშობლები - სისხლით ნათესავები გამყოფმა ხაზზმა ერთმანეთს დააშორა. დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მყოფი ოჯახები ერთმანეთს, მხოლოდ, ჭირის დროს ნახულობენ.
სულ ცოტა ხნის წინ, მაგალითად, დათო თვაურის მეზობელს დისშვილი სოფელ ახმაჯში დაეღუპა.
,,სურვილი გვქონდა, რომ მთელი სოფელი წავსულიყავით დაკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებს მისცეს გადასვლის უფლება. სულ 10 კაცი გადავიდა გამყოფი ხაზის იქით. მართალია, გადასვლის უფლება მისცეს, მაგრამ ის ვინც საღამოს 7 საათის შემდეგ უკან არ დაბრუნდებოდა, დააკავებდნენ" - ამბობს დავით თვაური.
რაც შეეხება ლხინს, ამ შემთხვევაში, დავით თვაურმა არ იცის, თუნდაც, ახლობლის ქორწილში, შეძლებს თუ არა გადასვლას. ,,ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ ჭირი მაინც სულ სხვაა. ამ დროს თუ არ დაუდექი შენს ახლობელს გვერდით, რა აზრი აქვს ცხოვრებას" - გვეუბნება დათო თვაური.
ემზარ თვაურის და ახალგორში ცხოვრობს. მას შედარებით უჭირს დის ნახვა. ის ამბობს, რომ გამყოფი ხაზის არარსებობის პირობებში მოსახლეობა ახალგორის ბაზრობას სასიკეთოდ გამოიყენებს. ,,ყველანაირი პროდუქტი იყიდება, ჩვენს პროდუქტსაც ადვილად გავყიდიდით, უფრო კარგ ფასებში" - ამბობს ემზარ თვაური.
ლია თვაურის შვილი და რძალი ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მათ სოფელი ახმაჯი მიატოვეს.
,,ჩემი რძალი ახმაჯიდანაა. შეუყვარდათ ერთმანეთი ჩემ შვილსა და რძალს და ცხოვრობდნენ გოგოს ოჯახში. წამოვიდნენ იქიდან და წეროვანში ცხოვრობენ. ჩემი რძლის დედა გადმოდის ხოლმე ახალგორიდან და ნახულობს შვილს და შვილიშვილებს." - ამბობს ლია საღირაშვილი.
ახალგორის საგუშაგო პუნქტზე, ე.წ. ,,ფორმა 9"-ის მეშვეობით, მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევენ მიმოსვლის უფლებას, რომლებიც ჩაწერილები არიან. ამ შემთვევაში, ლია საღირაშვილის შვილს, რძალსა და მის მშობლებს, ეს პრობლემა მოგვარებული აქვთ.
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
სტატიის გამოყენების პირობები