რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქალაქის განტვირთვის საიდუმლო გეგმა - რა წერია გორის მერიის შიდა მოხმარების დოკუმენტში
გორის მერიაში არსებობს შიდა მოხმარების დოკუმენტი, სადაც ის სამი
ძირითადი ღონისძიებაა გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქში
სატრანსპორტო მაგისტრალის განტვირთვა, სრულყოფა, ბენზინის დაზოგვა,
გამონაბოლქვის შემცირება და ა.შ.
ეს დოკუმენტი 2013 წელს შეიქმნა და აღნიშნულია, რომ მისი განხორციელება 2020 წლამდეა შესაძლებელი.
შიდა მოხმარების დოკუმენტს ჰქვია ,,გორის მუნიციპალიტეტის კლიმატ–კონტროლისა და ენერგიის ხარჯვის რეგულირების სისტემის წინასწარი შესწავლა–შეფასების ტექნიკურ–ეკონომიკური ანგარიში.“ დოკუმენტის მიხედვით, სატრანსპორტო სისტემის სრულყოფილებისათვის, აუცილებელია განხორციელდეს სამი რამ:
ეს გულისხმობს გზის მშენებლობას, რომელიც სტალინის გამზირის მარცხენა განშტოებას პირდაპირ დააკავშირებს ცხინვალის გზატკეცილთან. სავარაუდოდ, აქ საუბარია მდინარე მტკვრის ხიდიდან პირდაპირ გურამიშვილის ქუჩაზე გასვლის შესახებ.
,,რაც ამოკლებს ქალაქიდან ავტობანზე გასასვლელ გზას დაახლოებით 2 კმ–ით; აღნიშნული გზით სარგებლობს ქალაქში მოძრავი მთელი ტრანსპორტის 10%;“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
სპეციალისტების აზრით, #1 ღონისძიების გატარების შედეგად, შემცირდება ტრანსპორტის საბაზისო მოხმარებიდან, ემისიების რაოდენობა 2%–ით.
მე-2 ღონისძიება მდგომარეობს წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობაში, ამცირებს მანძილს 3–4 კმ–ით. აქ სავარაუდოდ საუბარია მდინარე ლიახვზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ.
დასკვნის მიხედვით, ლიახვისგაღმა კავშირით სარგებლობს ქალაქში მოძრავი ავტოტრანსპორტის 10%;
,,გზის დამოკლებით საწვავის მოხმარება, და შესაბამისად, ემისიები, წელიწადში მცირდება 2.5%–ით“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ღონისძიება 3
ეს ღონისძიება გულისხმობს საქალაქთაშორისო მიმოსვლის 42 ავტობუსისა და 32 მიკროავტობუსის პარკის მომსახურე ავტოსადგურის გატანას ქალაქის შემოგარენში, რითაც განიმუხტება ქუჩის მოძრაობა და შემცირდება მანძილი, შესაბამისად – საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი.
,,მოხმარებული საწვავის შემცირება გზის დამოკლების ხარჯზე გამოითვალა საქალაქთაშორისო მანქანების მოძრაობის ტრაექტორიისა, სიგრძისა და რეისების რაოდენობიდან გამომდინარე, 1 კმ–ზე მოხმარებული საწვავის ხარჯის გამოყენებით და იმ დაშვებით, რომ ყოველ რეისზე (გასვლა/შემოსვლა) გზა შემოკლდება დაახლოებით 2 კმ–ით:“ - აღნიშნულია დასკვნაში.
სპეციალისტები თვლიან, რომ წმინდაწყლის ავტოსადგურის ამოქმედების შემდეგ, ზემო მხარის სოფლებთან დაკავშირება მცირდება 2-კმ-ით.

1. სტალინის გამზირის მარცხენა განშტოების
პირდაპირი გზით დაკავშირება ცხინვალის
გზატკეცილთან.
2.
წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი
გზის მშენებლობა და
ღონისძიება
4. ავტოსადგურის გადატანა ქალაქის
განაპირას
ღონისძიება
1
ეს გულისხმობს გზის მშენებლობას, რომელიც სტალინის გამზირის მარცხენა განშტოებას პირდაპირ დააკავშირებს ცხინვალის გზატკეცილთან. სავარაუდოდ, აქ საუბარია მდინარე მტკვრის ხიდიდან პირდაპირ გურამიშვილის ქუჩაზე გასვლის შესახებ.
,,რაც ამოკლებს ქალაქიდან ავტობანზე გასასვლელ გზას დაახლოებით 2 კმ–ით; აღნიშნული გზით სარგებლობს ქალაქში მოძრავი მთელი ტრანსპორტის 10%;“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
სპეციალისტების აზრით, #1 ღონისძიების გატარების შედეგად, შემცირდება ტრანსპორტის საბაზისო მოხმარებიდან, ემისიების რაოდენობა 2%–ით.
ღონისძიება 2
მე-2 ღონისძიება მდგომარეობს წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობაში, ამცირებს მანძილს 3–4 კმ–ით. აქ სავარაუდოდ საუბარია მდინარე ლიახვზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ.
დასკვნის მიხედვით, ლიახვისგაღმა კავშირით სარგებლობს ქალაქში მოძრავი ავტოტრანსპორტის 10%;
,,გზის დამოკლებით საწვავის მოხმარება, და შესაბამისად, ემისიები, წელიწადში მცირდება 2.5%–ით“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ღონისძიება 3
ეს ღონისძიება გულისხმობს საქალაქთაშორისო მიმოსვლის 42 ავტობუსისა და 32 მიკროავტობუსის პარკის მომსახურე ავტოსადგურის გატანას ქალაქის შემოგარენში, რითაც განიმუხტება ქუჩის მოძრაობა და შემცირდება მანძილი, შესაბამისად – საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი.
,,მოხმარებული საწვავის შემცირება გზის დამოკლების ხარჯზე გამოითვალა საქალაქთაშორისო მანქანების მოძრაობის ტრაექტორიისა, სიგრძისა და რეისების რაოდენობიდან გამომდინარე, 1 კმ–ზე მოხმარებული საწვავის ხარჯის გამოყენებით და იმ დაშვებით, რომ ყოველ რეისზე (გასვლა/შემოსვლა) გზა შემოკლდება დაახლოებით 2 კმ–ით:“ - აღნიშნულია დასკვნაში.
სპეციალისტები თვლიან, რომ წმინდაწყლის ავტოსადგურის ამოქმედების შემდეგ, ზემო მხარის სოფლებთან დაკავშირება მცირდება 2-კმ-ით.
ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები