რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორისა და ხაშურის საკრებულოებმა პანთეონში დაკრძალვის წესი დაამტკიცეს
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა პანთეონებში, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერებთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ იმ დადგენილებებში წერია, რომლებიც ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებმა, ჯერ 2012 წლის მაისში, შემდეგ კი, 20017-2018 წლებში დაამტკიცეს.

მსგავსი დადგენილებები ქარელსა და კასპში ჯერ არ მიუღიათ. დადგენილების სახელწოდებაა ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ" და დღესაც ძალაშია.

მუხლი 10. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი

1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება ქალაქ გორის მერთან შეთანხმებით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;

ბ) საქართველოს საპატრიარქომ;

გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;

დ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.


ერთ-ერთი პირველი დადგენილება, სადაც პანთეონში დაკრძალვის წესზეა საუბარი, მიღებული აქვს ქალაქ თბილისის საკრებულოს. სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების დიდმა ნაწილმა ეს მუხლი ამოიღო, რადგან მათ ტერიტორიაზე პანთეონი არ არსებობს, თუმცა გამონაკლისის სახით, გორისა და ხაშურის გარდა, პანთეონი გვხდება ფოთსა და ზუგდიდში.

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი არსებობს მთაწმინდაზე და დიდუბეში. დიდუბის პანთეონი დაიკეტა, ხოლო თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი პანთეონი მახათას მთაზე მოეწყობა.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.