რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
სხვადასხვა
10 ცნობილი შინაბრძოლა ქართლში
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.

1. რეხის ბრძოლა - 842 წელი

ამ ბრძოლაში არაბთა ხალიფას ტაო-კლარჯეთის კურაპალატი ეხმარებოდა. ისინი ქართლში თბილისის ამირას დასამარცხებლად შემოვიდნენ.

ხალიფას სურდა თბილისის ამირას, საჰაკის დასჯა, რომელმაც არაბთა სახალიფოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

საჰაკი და მისი მომხრეები ხალიფას და ტაოელთა გაერთიანებულ ლაშქარს, გორთან, სოფელ რეხასთან დაუხვდნენ. მემატიანეს ცნობით, რეხის ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ გაიმარჯვა. ხალიფა სახალიფოში დაბრუნდა.

2. უფლისციხესთან - 904 წელი

ქართლი სომეხთა მეფეს ექვემდებარებოდა. 904 წელს აფხაზთა მეფე კონსტანტინემ უფლისციხე დაიკავა.

სომეხთა მეფე სუმბატი გაბრაზდა და უფლისციხისკენ გამოილაშქრა. მას ტაო-კლარჯეთის მეფე ადარნასე II შეუერთდა.

ბრძოლაში სომხებს ხერხი უხმარიათ, ციხის შედარებით უფრო მისადგომ ფერდობზე აქლემის კურტნების ერთმანეთზე დალაგებით, უფლისციხეში შეჭრა მოუხერხებიათ და ამგვარად დაუკავებიათ ციხე.

აფხაზთა მეფე კონსტანტინემ დაზავება არჩია და სომეხ დიდებულებს შეხვდა. დიდებულებთან მოლაპარაკების დროს, ადარნასეს ბრძანებით კონსტანტინე დაატყვევეს და ანისში გაგზავნეს.

რამდენიმე წლის შემდეგ სომეხთა მეფემ შეამჩნია, რომ ტაო-კლარჯეთი ძლიერდებოდა, ამიტომ აფხაზეთის მეფე კონსტანტინე გაათავისუფლა.

3. უფლისციხესთან - 922-923 წელი

922 წელს ქართლს ეგრის-აფხაზეთის მეფე - გიორგი დაეპატრონა. გიორგიმ ქართლის გამგებლობა ჩააბარა თავის უფროს შვილს კონსტანტინეს, რომელიც სამი წლის შემდეგ მამას დაუპირისპირდა.

მამის წინაამდეგ ბრძოლაში კონსტანტინეს ტბელები ეხმარებოდნენ. ურჩი შვილის დასასჯელად ეგრის-აფხაზეთის მეფე გიორგი უფლისციხეს მოადგა. ბრძოლა მამაშვილს შორის სასტიკი ყოფილა და თან გაჭიანურებულა. უფლისწულ კონსტანტინეს დიდი ძალები ჰყოლია ციხეში გამაგრებული.

მეფე გიორგის «ტაოელნი მეფენი» და კახეთის ქორეპისკოპოსი ფადლა ეხმარებოდნენ, უფლისციხე ისე კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ ისინი ვერაფერს გახდნენ.

როცა მამა ბრძოლით ვერაფერს გამხდარა, შვილთან აზნაურები გაგზავნა შესახვედრად და აფხაზეთში გამეფებას შეპირდა.

კონსტანტინემ ყური არ უგდო ერთგული მომხრეების რჩევას და ღამე ტივით გავიდა აზნაურებთან შესახვედრად. თუმცა, შემდგომ მიმხვდარა, რომ ღალატობდნენ და უკანვე ცდილობდა გაბრუნებას.

კლდეებში მიმალული უფლისწული გათენებისას უპოვიათ და მეფისათვის მიუგვრიათ. მას ჯერ თვალები დათხარეს, შემდეგ დაასაჭურისეს. უფლისწულს ამდენი ტანჯვისათვის ვეღარ გაუძლია და გარდაცვლილა.

4. მოღრისის ბრძოლა - 975 წელი

მდებარეობს ყორნისის (ზნაურის) რაიონში. აქ ბრძოლა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ჯარსა და მის წინააღმდეგ განწყობილ აზნაურთა რაზმს შორის გაიმართა.

საქმე იმაში იყო, რომ დასავლეთ საქართველოს საქმეების მოგვარებამდე ბაგრატმა ქართლი სამმართველოდ დაუტოვა დედამისს, გურანდუხტს.

გურანდუხტის ნაცვლად, ქართლის მიწა-წყალს დიდაზნაურები, ტბელები, ძამელები, ფავნელები, კორინთლები, ფხვნელები და სხვები მართავდნენ. შეიკრა მეფის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელსაც სათავეში ქავთარ ტბელი ჩაუდგა.

როდესაც ბაგრატ III დასავლეთიდან ქართლში ბრუნდებოდა, მეტოქეები უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე დაუხვდნენ, მოღრისთან. ბაგრატმა დაამარცხა აზნაურები, რის შემდეგაც დედას უფლისციხე ჩაიმოართვა.

5 სასირეთის ბრძოლა - 1040 წელი

1040 წელს მეფე და ლიპარიტ ერისთავი ერთმანეთს, ქართლში, სასირეთის ჭალაში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) შეებრძოლნენ.

ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. ბაგრატ IV იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და მხოლოდ თურქ-სელჩუკების მიერ 1048 წელს ლიპარიტის დატყვევების შემდეგ შეძლო ხელისუფლების განმტკიცება.

„მატიანე ქართლისა“-ის ცნობით, სასირეთის ჭალაში, ბაგრატ IV-ის მხარეზე იბრძოდა 1000 შვედი ვიკინგი, 3000 კაციანი ექსპედიციის სუბდივიზია, რომელსაც სარდლობდა ინგვარი.

6. არადეთის ბრძოლა - 1483 წელი

არადეთი - ქარელის რაიონი.

1483 წლის აგვისტოში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II ჯაყელი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, არეშის (ახლა აზერბაიჯანშია) დარბევის შემდეგ ქართლის გზით სამცხეში ბრუნდებოდა.

სოფ. არადეთთან მას გზა გადაუღობა ქართლის ფეოდალთა ლაშქარმა და მოსთხოვეს დამორჩილებოდა ქართლის მეფეს კონსტანტინე II-ს. ბრძოლა კონსტანტინე II-ის მომხრეთა დამარცხებით დამთავრდა.

ამ მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დასავლეთ საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, გაამეფეს იქ ალექსანდრე II და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს.

ამგვარად არადეთის ბრძოლამ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესს.


7. გორის ბრძოლა - 1599 წელი

ოსმალების წინააღმდეგ შეიქმნა კავშირი ირანსა, ქართლსა და კახეთს შორის.

ამ კავშირის საფუძველზე 1598 წელს ქართლის მეფე სიმონ I გორის ციხე მოადგა. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. 1599 წელს დიდმარხვის დასაწყისში ქართველებმა ციხეს ალყა მოხსნეს. ოსმალებმა ყურადღება მოადუნეს. მტრის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სიმონ I-მა.

მისი ბრძანებით გორის ყოფილმა მოურავმა სულხან თურმანიძემ და ფარსადან ციციშვილმა თავიანთ მამულებში საიდუმლოდ დაამზადეს ციხის კედლებზე ასასვლელი კიბეები.

ქართველთა ლაშქარი ღამით ჩუმად მიადგა ციხეს და გალავანზე გადავიდა. ოსმალებმა გვიან შენიშნეს ქართველთა შეჭრა ციხეში. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, გათენებისას, ოსმალებმა იარაღი დაყარეს.


8. მოხისის ბრძოლა - 1512 წელი

მოხისთან (ქარელის რაიონი) ძმებს შორის ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1512 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-ისა და მისი ძმის, ვახტანგის ლაშქარს შორის.

ქართლის მეფე დავით X-მ გადაწყვიტა შური ეძია იმერელებზე, რომლებმაც მის სამეფოს ქალაქი გორი წაართვეს. იმერეთში ამ დროს ახალი გამეფებული იყო ბაგრატ III.

დავით X-მ იმერეთის მეფის წინააღმდეგ განაწყო მისი ძმა ვახტანგი, რომელსაც სავარაუდოდ იმერეთში გამეფება სურდა. ასევე მათ ეხმარებოდა სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი. ვახტანგმა შესაფერისი მომენტი აარჩია და ბაგრატის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა.

1512 წელს სოფელ მოხისთან გაიმართა ბრძოლა ძმებს შორის. ბაგრატმა დაამარცხა ვახტანგი და კიდევ უფრო განიმტკიცა ტახტი იმერეთში.

9. მოხისის ბრძოლა - 1520 წელი

ბრძოლა, რომელიც გაიმართა გურიის სამთავროს და ქართლის სამეფოს ლაშქარს შორის 1520 წელს.

კახეთის მეფის ვაჟი, გიორგი II (ავ-გიორგი) ჯერ კიდევ გამეფებამდე დაუპირისპირდა მამას, ალექსანდრე I-ს და უმცროს ძმას, დიმიტრის. იგი არ იზიარებდა მამისა და ძმის პოზიციას ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად არბევდა მეზობელ სამეფოს.

1511 წელს ავ-გიორგი თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ მამას და ძმას. პირველი მოკლა, ხოლო მეორეს თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა, რის შემდეგაც ქართლს შეესია და ორი წელი თარეშბდა იქ. ის ქართლის მეფის, დავითის ძმამ, ბაგრატმა შეიპყრო და ციხეში გამოკეტა.

კახეთი უმეფოდ დარჩა, რადგან ტახტის მემკვიდრე, ლევან ბატონიშვილი მცირეწლოვანი იყო. დავით X-მ გააუქმა კახეთის სამეფო და მისი ქართლისთვის შემოსაერთებლად დაიწყო ბრძოლა. ლევან ბატონიშვილი რამდენიმეჯერ გადაურჩა დატყვევებას. მას კახეთის თავადები უჭერდნენ მხარს, რომლებმაც იგი გარსევან ჩოლოყაშვილის მეთაურობით ოჩანის ციხეში დამალეს.

ისარგებლეს ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1518 წელს დავით X ხელახლა შევიდა კახეთში ჯარით, მაგრამ სოფელ მაღაროსთან ბრძოლაში დამარცხდა.

ლევანმა დახმარება გურიის მთავარს, მამია I გურიელს თხოვა, რომელიც 1520 წელს ქართლში დასავლეთიდან შეიჭრა.

გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა სოფელ მოხისთან, რომელშიც ქართლის მეფე დამარცხდა. დავით X-მ, მამიამ და ლევანმა ზავი მუხრანში დადეს. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა, ხოლო დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ აღიარა.


10. ზედაველას ბრძოლა

ეს ბრძოლა აღწერილი აქვს დავით გურამიშვილს ,,ბედი ქართლისაში."

გორთან ახლოს, ხიდისთავსა და ქვახვრელს შორის მდებარე ზედაველას ველზე კახელები და ქართლელები შეერბრძოლნენ.

ქართლის მმართველს იესეს (იგივე მუსტაფა ფაშას) ოსმალები უჭერდნენ მხარს. კახეთის მეფეს კონსტანტინე II-ს (იგივე მაჰმად ყული ხანს) სპარსელები.

ბრძოლა 1724 წლის 26 სექტემბერს გაიმართა. კახელები დამარცხდნენ და კონსტანტინემ თავს გაქცევით უშველა.

ოსმალებმა მტრის მეომართა მოჭრილი თავები ცხრა ურმით თბილისში წაიღეს. მათი ბატონობა ქართლში კიდევ უფრო გამყარდა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
სულ მალე გამოქვეყნდება ვაჟა შაქარაშვილის საავტორო წიგნი -
,,ნარკვევები გორის უახლესი ისტორიიდან
სულ მალე გამოქვეყნდება ვაჟა შაქარაშვილის საავტორო წიგნი - ,,ნარკვევები გორის უახლესი ისტორიიდან". ამის შესახებ მწერალმა
02:16 / 24.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.